ტრამპს სურს პირისპირ შეხვდეს თავის „ბრალმდებელს“, ინფორმატორს, რომელმაც საჩივარი შეიტანა გენერალურ ინსპექტორთან
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სურს პირისპირ შეხვდეს თავის „ბრალმდებელს“, ინფორმატორს, კრიტიკის გამო მისი იმ საჩივრის მიმართ, რომ ტრამპმა ზეწოლა მოახდინა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკიზე, გამოეძიებინა თავისი პოლიტიკური მეტოქის საქმე.
ინფორმატორის საჩივარს, რომელიც მან გენერალურ ინსპექციაში შეიტანა, მოჰყვა კონგრესში პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის შესაძლო გამოცხადების თემის მოკვლევა. ამ საკითხზე მოსმენები ამ კვირაშია დაგეგმილი.
სოციალური მედიით გავრცელებულ განცხადებებში, ტრამპი 29 სექტემბერს იტყობინება, რომ სურს შეხვდეს ინფორმატორს, რომელსაც მან „ თავისი ბრალმდებელი“ უწოდა და ასევე იმ პირს, ვინც უკანონოდ გადასცა ეს ინფორმაცია“ ინფორმატორს.
"ეს პირი აშშ-ის პრეზიდენტს ჯაშუშობდა?"- სვამს შეკითხვას ტრამპი. ამას დიდი შედეგები უნდა მოჰყვეს, თვლის ის.
ყოველკვირეული ახალი ამბების პროგრამა "60 წუთი" იტყობინებოდა, რომ ინფორმატორს მთელ ქვეყანაში დაცვა დაუწესეს მას მერე, რაც მას მუქარის შეტყობინებები მიუვიდა.
ინფორმატორის საჩივარში მოყვანილია ტრამპსა და ზელენსკის შორის 25 ივლისის სატელეფონო საუბრის შინაარსი, რომ სავარაუდოდ, ტრამპი ზელენსკის ეუბნება, გამოიძიოს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ახლა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის მხრიდან შესაძლო კანდიდატის, ჯო ბაიდენის და მისი ვაჟის ჰანტერის, საქმე.
ჰანტერ ბაიდენი უკრაინის გაზის კომპანიის საბჭოში იჯდა, როცა ბაიდენს პრეზიდენტ ბარაკ ობამას დროს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა.