ევროპის საბჭომ ჰაველის პრემია უფლებების დაცვის სფეროში იუღურების ადვოკატს და ბალკანეთში მოქმედ ჯგუფს მიანიჭა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) განაცხადა, რომ ვაცლავ ჰაველის სახელობის პრემია ადამიანის უფლებების დაცვის დარგში 2019 წელს მიენიჭათ იუღურ მეცნიერსა და უფლებადამცველს ილჰამ თოჰთის და ბალკანეთის ქვეყნებში მოქმედ „ახალგაზრდულ ინიციატივას უფლებების დაცვის სფეროში“ (YIHR).
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აცხადებს, რომ ორივე ლაურეატის ქმედება „იმედის მომცემი გზავნილია ყველასთვის, ვინც ესწრაფვის უკეთესი მსოფლიოს აშენებას, სადაც პატივს სცემენ და გარანტირებულია ღირსება, უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები“. თოჰთი ჩინეთში მცხოვრები მაჰმადიანური უმცირესობის, იუღურების დამცველია. ის 2014 წელს სეპარატიზმის წაქეზების ბრალდებით დააპატიმრეს.
YIHR კი ბალკანეთის ქვეყნებში მოქმედი ჯგუფია, რომელიც აგიტაციას უწევს შერიგებას სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის, რეგიონისა და ქვეყნის ახალგაზრდებს შორის კავშირის დამყარების გზით.
ვაცლავ ჰაველის ხსოვნის პატივსაცემად უფლებადამცველთათვის 60-ათასევროიანი პრემია 2013 წელს დააწესეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, პრაღის ჰაველის სახელობის ბიბლიოთეკამ და ფონდმა „ქარტია 77“-მა.