რუსეთის დუმაში სალომე ზურაბიშვილის განცხადებას უპასუხეს
რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იური შვიტკინმა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას უპასუხა, რუსეთთან დიალოგის აუცილებლობის შესახებ. რუსმა პარლამენტარმა Russia Today-ს განუცხადა, მოსკოვი თბილისთან კონსტრუქციული ურთიერთობებისთვის არის განწყობილიო. „მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკას მუდმივი და სისტემური ხასიათი ჰქონდეს. რუსი ხალხი მეგობრული და, პრაქტიკულად, ძმურია ქართველისა. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების აწყობას ოპტიმიზმით ვუყურებ“, - თქვა იური შვიტკინმა და დასძინა, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის დიალოგში ნეგატიური როლი ითამაშა „ზოგიერთი ქართველი რადიკალის თავდაპირველმა რიტორიკამ“.