ბექა ლომთაძე მსოფლიო ჩემპიონია
ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში გამართულ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ქართველმა ფალავანმა, ბექა ლომთაძემ (61 კგ) რუსეთის წარმომადგენელი მაგომედრასულ იდრისოვი დაამარცხა და ჩემპიონის ოქროს მედალს დაეუფლა.
ბექა ლომთაძემ მეტოქეს მნიშვნელოვანი უპირატესობით - 6-1 სძლია.
ნახევარფინალში ქართველმა მოჭიდავემ ინდოელი ავარე დაამარცხა (10:6).