Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Сентябрь
2019

მდინარაძე შეწყალებაზე: პირველებმა გადაწყვეტილება ჩვენ გავაკრიტიკეთ, ახლა ჯერი გამოძიებაზეა

0
„როდესაც საზოგადოებაში კონკრეტული კითხვები არის, ამას კონკრეტული პასუხები სჭირდება. ბუნებრივია, გამოძიება არის ის ადგილი, სადაც და საიდანაც შეიძლება კონკრეტული პასუხები მივიღოთ“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ განხორციელებული შეწყალების აქტის ხარვეზებისა და მასზე პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყების საკითხის კომენტირებისას.


 „იცით, რომ ჩვენ პირველივე დღეებში გავაკრიტიკეთ ეს გადაწყვეტილება, რადგან კატეგორიულად მიუღებელი იყო. შეიძლება ექსკლუზიური უფლება არსებობს, მაგრამ არსებობს სხვა საკითხები, რასაც საზოგადოებაში შეუძლია გამოიწვიოს აღშფოთება და სრულიად სამართლიანად, ამას თავისი პასუხები სჭირდება. თუ გამოძიების ფარგლებში ამას პასუხი გაეცემა, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. კითხვაზე კი, შესაძლოა თუ არა, პრეზიდენტს არ სცოდნოდა რას აწერდა ხელს და გამოიკვეთება თუ არა მისი საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას პასუხისმგებლობის საკითხი, მამუკა მდინარაძემ უპასუხა, რომ ეს გამოძიების დასადგენია: 


„თეორიული დაშვების დონეზე შემიძლია ასი ვერსია გითხრათ. დღევანდელი ფაქტი და მოცემულობაა, რომ გამოძიება დაიწყო, რაც კარგია, მისასალმებელია, რადგან პირველები ჩვენ ვიყავით, ვინც ეს გადაწყვეტილება გავაკრიტიკეთ, ახლა ჯერი გამოძიებაზეა და მან უნდა გაგვცეს პასუხები“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა.


განსაკუთრებული უკმაყოფილება მოჰყვა ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის, რამაზ დევაძის შეწყალებას.


შედეგად, სალომე ზურაბიშვილი შეწყალების საკითხის დარეგულირების მიზნით, ახალი ინიციატივით გამოვიდა.


16 სექტემბერს კი ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შეწყალებულთა შორის არის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე.


17 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა შეიწყალა მკვლელობაში მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძე.


20 სექტემბერს გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net