Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Сентябрь
2019

პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულები პოლიციელს თავად ადანაშაულებენ - მათ გირაო შეეფარდათ

0
ბათუმში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ხუთ პირს საქალაქო სასამართლომ გირაო შეუფარდა. გირაოს ოდენობა 25 000 ლარია.





შემთხვევა ბათუმში 16 სექტემბერს მოხდა. ახალგაზრდების თანახმად, ნასვამ მდგომარეობაში მყოფნი ეზოში ტაქსის ელოდებოდნენ და ხმამაღლა საუბრობდნენ. ამ საუბარში ისინი მიეყრდნენ ერთ-ერთ ავტომანქანას, რომელიც პოლიციის მაღალჩინოსნის, როინ კოჩალიძის საკუთრება აღმოჩნდა. დაკავებულების თანახმად, მათთან მისულმა პოლიციელმა მათ იარაღი მიაბჯინა და აგინა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.


დაკავებულები ონლაინგამოცემა „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობლის ნათესავები არიან. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან  გამოცემის რედაქტორი, ეთერ თურაძე  აღნიშნავს, რომ საქმე თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აღიძრა, შემდეგ კი დამძიმდა და 353-ე მუხლით შეიცვალა, რაც განაპირობა იმან, რომ როინ კოჩალიძე გავლენიანი პოლიციელია.  ეთერ თურაძის შეფასებით, პოლიციელის შეურაცხყოფაში ბრალდებული ხუთი პირის დაკავების პროცედურით პოლიციამ გარკვეული მესიჯი გაუგზავნა "ბათუმელებსაც", როგორც მედიასაშუალებას.


"ჩაატარეს ოპერაცია გარემოებაში, რომელიც იყო შეურაცხმყოფელი. ადამიანებს სამსახურებში მიაკითხეს დემონსტრაციულად. ერთ-ერთი მათგანი დააკავეს მცირეწლოვან ბავშვთან ერთად, როცა ბავშვი ბაღში მიჰყავდა. გარდა ამისა, იყო ჩვენთვის, როგორც მედიისთვის ძალიან არასასიამოვნო ფაქტობრივი გარემოება ის, რომ ერთ-ერთ ბრალდებულს, როდესაც თითქოს ეძებდნენ, სახლში კი არ მიაკითხეს, მივიდნენ ჩვენი გამომცემლის, დირექტორის ოჯახში.


რატომღაც პოლიციელებს  აღმოაჩნდათ ნებართვა, ასე განმარტეს, რომ უნდა შესულიყვნენ იმ  ბინაში, სადაც ჩვენი დირექტორი ცხოვრობდა და, შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გარკვეულწილად ეს ჩვენთვის, როგორც მედიისთვის, იყო რასაკვირველია მესიჯი", - განუცხადა "ბათუმელების" რედაქტორმა ეთერ თურაძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს. 


პროკურატურის ვერსიით, პოლიციელმა როინ კოჩალიძემ მათ თავი წარუდგინა და წესრიგისკენ მოუწოდა, ნასვამი ახალგაზრდები კი თავს დაესხნენ. ბრალდების მხარე მათთვის აღკვეთის ზომად პატიმრობას მოითხოვდა.


პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 5 პირს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net