„გუშინ ეს მექანიზმი დაზარალდა, რადგან შეშინებულმა პრეზიდენტმა უცბად გამოაცხადა, რომ ის საერთოდ არ გამოიყენებს შეწყალების მექანიზმს და მორატორიუმს აცხადებს"
შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ზვიად ქორიძე აცხადებს, რომ მხოლოდ პრეზიდენტის პრეროგატივაა შეწყალების მექანიზმის გამართვა და მისი ეფექტიანობის უზრუნველყოფა. მას სრულიად უადგილოდ და გაუმართლებლად მიაჩნია პარლამენტის მიერ შეწყალების მექანიზმის რაიმე სახით რეგლამენტირება.