ინციდენტი „ქართული ოცნების“ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესა და მომიტინგეს შორის
ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ აქტივისტი ანა ჭარხალაშვილი „ფეისბუკზე" პარლამენტის შენობასთან მომხდარი ინციდენტის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს.
კადრებში ჩანს მესტიის მაჟორიტარი დეპუტატის („ქართული ოცნებიდან“), ვიქტორ ჯაფარიძის მოქმედება საპროტესტო აქციის მონაწილის მიმართ.
მომიტინგეები პარლამენტის წევრს შეხვდნენ სტვენით და შეძახილით: „სირცხვილია!“ „სირცხვილია!“
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარიას წარდგენას სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები მთელი დღის განმავლობაში აპროტესტებენ.