რომის პაპმა რუმინელი ემიგრანტების მიერ გაღებულ „მსხვერპლზე“ ისაუბრა
რუმინეთში მყოფმა რომის პაპმა ფრანცისკემ მაღალი შეფასება მისცა სამშობლოდან ემიგრირებულ იმ მილიონამდე რუმინელ მოქალაქეს, რომლებიც იძულებული გახდნენ სამუშაოდ წასულიყვნენ საზღვარგარეთ ქვეყანაში მძვინვარე უმუშევრობის, სიღარიბისა და დაუსრულებელი კორუფციული სკანდალების გამო.
„მე პატივს მივაგებ მსხვერპლს, რომელიც გაიღო რუმინეთის უამრავმა ძემ და ასულმა, რომლებმაც გაამდიდრეს ის ქვეყნები, სადაც ემიგრაციაში წავიდნენ, ხოლო მძიმე შრომის ნაყოფით ეხმარებიან შინ დარჩენილ თავიანთ ოჯახებს“, - განაცხადა ფრანცისკემ რუმინეთის პრეზიდენტის სასახლეში სატელევიზიო მიმართვის დროს.
ევროკავშირისა და ნატოს წევრ აღმოსავლეთ ვეროპის ქვეყანაში თავისი პირველი სტუმრობის დროს რომის პაპმა აღნიშნა, რომ ასეთმა მასობრივმა იმიგრაციამ „ბევრი სოფლის დეპოპულაცია“ გამოიწვია რუმინეთში, რომელიც კვლავაც უამრავ სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ პრობლემას აწყდება 2007 წელს დასავლეთის ბლოკში გაწევრიანების მიუხედავად.