პეტრო პოროშენკო პარტია „ევროპულ სოლიდარობას“ უხელმძღვანელებს
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პარასკევს პოლიტიკური ძალის „ევროპული სოლიდარობის“ თავმჯდომარედ აირჩიეს. პარტიის ყრილობაზე პოროშენკოს კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი.
თავის გამოსვლაში ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პარტია მონაწილეობას მიიღებს ივლისის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, „რათა გაიმარჯვოს და დაეუფლოს ძალაუფლება.“ პარტიის მიზნად პოროშენკომ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება დაასახელა.
„ევროპული სოლიდარობა“ პარტია „ბლოკ პეტრო პოროშენკო სოლიდარობის“ ახალი სახელწოდებაა. მანამდე ამ პარტიის ლიდერი იყო კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო. ბლოკს ჯერ კიდევ ყველაზე დიდი ფრაქცია ჰყავს უმაღლეს რადაში.