მაიკ პომპეო ბერლინში ანგელა მერკელს შეხვდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, ბერლინში ვიზიტის დროს, გერმანიას უწოდა ვაშინგტონის მნიშვნელოვანი მოკავშირე ევროპაში. მაგრამ დასძინა, რომ ორ ქვეყანას მეტი ერთობლივი ძალისხმევა სჭირდება ნატოს ფარგლებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მაიკ პომპეო 31 მაისს ბერლინში შეხვდა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს, რომელმაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიუხედავად რიგი საკითხების გარშემო უთანხმოებისა, აშშ-ი გერმანიის მნიშვნელოვანი პარტნიორად დარჩება საზღვარგარეთ.
ბერლინსა და ვაშინგტონს შორის დისკუსიის საგნად რჩება ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო შეთანხმება, კონფლიქტი სირიასა და ავღანეთში, ურთიერთთანამშრომლობა რუსეთისა და უკრაინის საკითხების გარშემო.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მოუწოდა ბერლინს, რომ შეუერთდეს ირანის მიმართ მკაცრ სანქციებს. პასუხად გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა განაცხადა, რომ გერმანია ბოლომდე დაიცავს ირანთან მიღწეულ შეთანხმებას, მიუხედავად ხელშეკრულებიდან აშშ-ის გასვლისა. მაიკ პომპეო გერმანიის შემდეგ ეწვევა შვეიცარიასა და ნიდერლანდს, შემდეგ კი აშშ-ის პრეზიდენტთან ერთად გაემგზავრება დიდ ბრიტანეთში.