Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Май
2023

Новости за 28.05.2023

ლუკაშენკო: ქვეყნები უნდა შეუერთდნენ ბელარუსის კავშირს რუსეთთან და სულ ესაა – ბირთვული იარაღი ყველასთვის იქნება

News.ge 

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, რუსეთი ბირთვულ იარაღს გადასცემს ყველა იმ ქვეყანას, რომელიც რუსეთ-ბელორუსის სამოკავშირო სახელმწიფოს შეუერთდება. ამის შესახებ ლუკაშენკომ რუს პროპაგანდისტთან, პაველ ზარუბინთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც უკრაინული მედია წერს, რუსმა პროპაგანდისტმა ბელორუსის პრეზიდენტის ვიდეო 28 მაისს გამოაქვეყნა, თუმცა, დიდი ალბათობით, ლუკაშენკოსთან ინტერვიუ 25 მაისს, მოსკოვში გამართულ ევრაზიის უმაღლეს ეკონომიკურ საბჭოზეა ჩაწერილი. “ძალიან მარტივია, ქვეყნები... Читать дальше...

შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებლობის დღე მიულოცა აზერბაიჯანს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებლობის დღე მიულოცა აზერბაიჯანის რესპუბლიკას, რომელსაც ასევე უსურვა კეთილდღეობა და განვითარება. „ვულოცავ ჩვენს აზერბაიჯანელ პარტნიორებსა და მეგობრებს დამოუკიდებლობის დღეს! გისურვებთ, ბედნიერებით და სიამაყით გეზეიმოთ მრავალი მიღწევა, წინსვლა და აზერბაიჯანმა გააგრძელოს წარმატებული, კეთილდღეობით სავსე განვითარება მომდევნო ათწლეულებში“, – დაწერა შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელ ტვიტერში. აზერბაიჯანის ეროვნულმა საბჭომ, რომესაც ამინ რასულზადეს ხელმძღვანელობდა... Читать дальше...

თეთრი სახლი შეთანხმდა რესპუბლიკელებთან სახელმწიფო ვალის გარშემო

Radiotavisupleba.ge 

თეთრმა სახლმა და კონგრესში რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს სახელმწიფო ვალის ზღვრის აწევასა და საბიუჯეტო საკითხებზე. ამის შესახებ 27 მაისის საღამოს განაცხადეს როგორც წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, რესპუბლიკელმა კევინ მაკკარტიმ, ისე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც. კონგრესმა უნდა მოასწროს მიღწეული შეთანხმებების საკანონმდებლო გაფორმება მომავალ კვირას. შეთანხმებები რომ არ ყოფილიყო მიღწეული, აშშ-ს დეფოლტი ემუქრებოდა, რაც ექსპერტების აზრით, შესაძლოა, მთელ მსოფლიო ეკონომიკაზე ასახულიყო. Читать дальше...



"ვაგნერის" მეთაური ამბობს, რომ კრემლის მიერ სახელმწიფო მედიისგან მისი ჩამოშორება უარყოფით რეაქციას გამოიწვევს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ყველაზე ძლევამოსილმა, „დაქირავებულმა მებრძოლმა“, „ვაგნერის“ მეთაურმა, ევგენი პრიგოჟინმა, 28 მაისს განაცხადა, რომ დარწმუნებულია იმაში, რომ კრემლის მაღალი თანამდებობის პირებმა აკრძალეს მის შესახებ ამბების გაშუქება სახელმწიფო მედიაში და გაფრთხილება გამოთქვა, რომ მსგავსი, შეცდომაში შემყვანი მიდგომა რამდენიმე თვის განმავლობაში რუსი ხალხის უარყოფით რეაქციას გამოიწვევს. გავრცელებული ინფორმაციით, ევგენი პრიგოჟინი, "ვაგნერის" დაქირავებული ჯგუფის დამფუძნებელი, ყველაზე თვალსაჩინო წევრია პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გარემოცვაში... Читать дальше...

ილია მეორე დიასპორებს: „თქვენი მყოფობის ადგილზე თითოეული თქვენგანი საქართველოს წარმოადგენს“

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საპატრიარქო დიასპორის წარმომადგენლებისადმი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვას ავრცელებს. „კიდევ ერთი წელი შეემატა ჟამთა სვლას და დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის ზეიმის ფარგლებში, ყველა კვლავ გამორჩეული სიყვარულით გხვდებათ, რადგან თქვენ სამშობლოს განუყოფელი ნაწილი, ჩვენი ფიქრი და ტკივილი ხართ, ამასთან – იმედიც, რადგან მრავალი ოჯახის ფიზიკური არსებობა თქვენი შრომის შედეგია. თუმცა, უცხოეთში თქვენი მყოფობისას ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ თქვენს შვილებს, ჩვენს მომავალ თაობას ქართული ენა... Читать дальше...

საბჭოთა ველურობასთან ბრძოლას შეწირული ალ. ლომთათიძის სხეული სამშობლოს დაუბრუნდა

Radiotavisupleba.ge 

28 მაისს დიდუბის პანთეონში დაკრძალეს ქართველი სახელმწიფო მოღვაწის, ამიერკავკასიის სეიმის, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის, ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტი, უზბეკეთიდან 26 მაისს ჩამოასვენეს.

რუსეთმა აღკვეთა დრონებით თავდასხმა კრასნოდარის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, აცხადებენ ოფიციალური პირები

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს რამდენიმე უპილოტო საფრენი მოწყობილობა, როცა ისინი ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მიუახლოვდნენ კრასნოდარის მხარეში, შავი ზღვის მახლობლად, - განაცხადეს ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა 28 მაისს. ამის შესახებ იტყობინება Reuters-ი. "რამდენიმე უპილოტო საფრენმა მოწყობილობამ სცადა მიახლოება ილსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიასთან კრასნოდარის მხარეში", განაცხადეს რეგიონის საგანგებო სამსახურის ოფიციალურმა პირებმა Telegram-ით. "ყველა მათგანი ნეიტრალიზებულია... Читать дальше...

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელოვნების საბჭოს თავმჯდომარე რუბლიოვის "სამების" ხატის გამო დაითხოვეს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, კირილემ თანამდებობიდან გაათავისუფლა და ღვთისმსახურება აუკრძალა ლეონიდ კალინინს, სასულიერო პირს, რომელიც რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საეკლესიო ხელოვნებისა და რესტავრაციის ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. ანდრეი რუბლიოვის "სამების" ხატის მაცხოვრის საკათედრო ტაძარში გადატანისასა კალინინს "დაბრკოლების" შექმნა ბრალდება. კალინინმა განაცხადა, რომ მან "როგორც ჩანს, რაღაც შეცდომა დაუშვა". „ჩემი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებებზე კომენტარს არ ვაკეთებ. თუ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს... Читать дальше...



მამუკა მდინარაძე: „პრეზიდენტი ჰგავს ადამიანს, რომელიც შარზეა და თავს იბრაზებს“

Radiotavisupleba.ge 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდივნარაძის თქმით, პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადებები მას ახსენებს იმ ადამიანის პოზიციას, შარზე რომ არის და თავს  რომ იბრაზებს, რაღაცის გამო. „მოდით, დაველოდოთ, რა იქნება ის რაღაც“ , - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებების შეფასებისას განაცხადა. მამაუკამ მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდი ამ პროვოკაციებს არ უნდა წამოეგოს. „ალბათ გამოჩნდება რისთვის აკეთებს ამ ყველაფერს. იმდენად პროვოკაციულია დამოკიდებულება... Читать дальше...

Georgia on My Mind  - რა ვიცით ჯორჯიას შტატზე?

Radiotavisupleba.ge 

ის, რომ საქართველოსა და ჯორჯიის შტატს ინგლისურად ერთი სახელი ჰქვიათ, არაერთი კურიოზის მიზეზი გახდა. რა ვიცით საქართველოში შტატზე, რომელშიც მთელ მსოფლიოს ვერევით?

კახა კალაძე: „რუსეთთან არანაირი მოლაპარაკებები არ ყოფილა“

Radiotavisupleba.ge 

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლებს რუსეთის ფედერაციასთან არანაირი მოლაპარაკებები ფრენების აღდგენასა და უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით არ ჰქონიათ. კალაძის თქმით,  მსგავსი ინფორმაციის გაჟღერება არის „პოლიტიკური მანიპულაცია.“ კახა კალაძე გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინის განცხადებას უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის ლიდერს გაუკვირდა ის, რომ „დღეს აპროტესტებენ ის ადამიანები, ვინც გუშინ ამას პირდაპირ მოითხოვდა და რუსს მოქალაქეებს მოუწოდებდა... Читать дальше...

ირაკლი კობახიძე: „26 მაისს ვარჯიში არ შეიძლება?!“

Radiotavisupleba.ge 

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა 26 მაისს მედიაში გარცელებულ ფოტოებთან დაკავშირებით, რომლებიც, კობახიძის მტკიცებით, პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას დედამ გადაიღო. „26 მაისის ღონისძიება არის ცერემონიული ღონისძიება, სადაც წინა პლანზე კონსტიტუციური თანამდებობის პირები უნდა იყვნენ და არა პარტიული თანამდებობის პირები. აქედან გამომდინარე, ამ ღონისძიებას მე არც შარშან დავსწრებივარ და არც - წელს, ეს ყველამ იცოდა. შესაბამისად, აბსოლუტურად ხელოვნური იყო ის აჟიოტაჟი, რომლის შექმნასაც ცდილობდნენ. Читать дальше...

ძველი წელთაღრიცხვით 46 წელი ყველაზე ხანგრძლივი წელიწადი იყო, რომელიც 445 დღეს გაგრძელდა

News.ge 

ძვ.წ 46 ყველაზე ხანგრძლივი წელიწადი იყო, რომელიც 445 დღეს გაგრძელდა. წელიწადმა იულიუს კეისრის ბრძანებით, დამატებით ორი თვე მოიცვა. რომის იმპერატორის ბრძანება მიზნად იულიუსის კალენდრის წელიწადის სეზონთან გასწორებას ისახავდა. რომაულ კალენდარში 10 თვე იყო, ამიტომ მათ კალენდარში პერიოდულად თვის დამატება უწევდათ, რათა კალენდარული წელი მზის გარშემო დედამიწის ბრუნვასთან სინქრონიზებული ყოფილიყო. იულიუსმა ახალი კალენდარი სწორედ ამ მიზნით ...

კახა კალაძე: ამ კითხვას არ ვიცი რამდენად სერიოზულად უნდა ვუპასუხო და რა ფარულ მოლაპარაკებებზეა საერთოდ საუბარი

News.ge 

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლებს რუსეთის ფედერაციასთან არანაირი მოლაპარაკებები ფრენების აღდგენასთან და უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით არ ჰქონიათ. მისივე შეფასებით, მსგავსი ინფორმაციის გაჟღერება არის „პოლიტიკური მანიპულაცია.“ „ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ “ქართული ოცნება“ ქართულ პოლიტიკას ატარებს. პირველ რიგში, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. შესაბამისად, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის... Читать дальше...

რუსეთში გამოვიდა სასკოლო სახელმძღვანელო, რომელშიც ერთი თავი უკრაინაში ომს ეძღვნება

Radiotavisupleba.ge 

გამომცემლობა "სოტა"-მ გამოაქვეყნა რუსეთის ისტორიის ახალი, მე-10-11 კლასებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოს თავები, რომლებიც ეძღვნება რუსეთის უკრაინაში შეჭრას და იმ მოვლენებს, რომელიც ამას უსწრებდა წინ. "სოტას" ხელთ აქვს რუსეთის ისტორიის ახალი სახელმძღვანელო მე-10-11 კლასებისთვის. ამ სახელმძღვანელოთი ისწავლიან მომავალი წლიდან. სასწავლო მასალა არ შეიცავს წყაროებზე მითითებებს და მისი დიდი ნაწილი ეთმობა უკრაინაში ომს და რუსეთის დაპირისპირებას "კოლექტიურ დასავლეთთან". ამას გარდა, ერთ-ერთი პარაგრაფის ბოლოს ჩამოწერილია ლოზუნგები... Читать дальше...

დაღუპულად გამოცხადდა დნეპერზე იერიშის შემდეგ დაკარგულად მიჩნეული სამი ადამიანი

Radiotavisupleba.ge 

„26 მაისს დნეპერზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა“, - განაცხადა დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი ლისაკმა. მისი თქმით, სამი ადამიანი, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა, გარდაცვლილია. „დაღუპვის ფაქტი დადასტურდა ტრაგედიის ადგილზე აღმოჩენილი სხეულის ფრაგმენტების შესწავლის შედეგად. დაღუპულთა შორისაა 56 წლის ექიმი, სამედიცინო დაწესებულების 64 წლის თანამშრომელი და ახლომდებარე ვეტერინარული კლინიკის 57 წლის თანამშრომელი“, - განაცხადა ლისაკმა. უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით... Читать дальше...

თიკა კანდელაკი: …უბრალოდ, მათ ვეტყოდი, რომ ჩვენ მშვენიერი ლეონიდ სლუცკი გვყავს, რომელიც უსაქმოდ ზის

News.ge 

თიკა კანდელაკი კრიშტიანო რონალდოს კლუბ “ალ ნასრის” ურჩევს მთავარ მწვრთნელად ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი დამრიგებელი ლეონიდ სლუცკი დანიშნოს. “ზიდანმა უარი თქვა იმ კლუბის გაძღოლაზე, სადაც კრიშტიანო რონალდო თამაშობს. მას 2 წლის განმავლობაში 150 მილიონ ევროს სთავაზობდნენ. შესაძლოა, გასაკვირი იყოს ასეთ მოკლე და დიდსულოვან კონტრაქტზე უარის თქმა, მაგრამ ზიდანი ყოველთვის განსაკუთრებული იყო. ის ერთადერთი მწვრთნელია, რომელმაც ჩემპიონთა ...

ირაკლი კობახიძე: იმედი მაქვს, ბრიუსელში პრეზიდენტის განცხადებები არ იქნება სახელმწიფო ინტერესებისთვის დამაზიანებელი

News.ge 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ისეთ განცხადებებს არ გააკეთებს, რაც სახელმწიფო ინტერესებისთვის დამაზიანებელი იქნება. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იმედია, ასეთი განცხადებები პრეზიდენტის მხრიდან არ იქნება. „იმედი მაქვს, ამ შემთხვევაში, პრეზიდენტის განცხადებები არ იქნება ჩვენი სახელმწიფო ინტერესებისთვის დამაზიანებელი, მათ შორის ევროინტეგრაციის მიმართულებით, სხვა კომენტარისგან ჩვენ თავს შევიკავებთ. მე ვსაუბრობ შესაძლო განცხადებებზე... Читать дальше...

კობახიძე: პუტინი როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობას“ გულისხმობდა… ჩვენ არ გაგვიპროტესტებია და ჩვენზე როგორ ისაუბრებს

News.ge 

„ნაცმოძრაობამ“ ჩააბარა რუსეთის ფედერაციას ქვეყნის ტერიტორიების 20%, ამაზე მეტი რუსული ნაბიჯი რა უნდა იყოს , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ფრენებთან დაკავშირებით თავის განცხადებებში სავარაუდოდ, სწორედ „ნაციონალურ მოძრაობას“ გულისხმობდა, რადგან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა ხელისუფლებას არ გაუპროტესტებია. „რეალურად, პუტინმა თქვა ასეთი რამ, რომ გაუკვირდა იმ ადამიანების მხრიდან ...


Музыкальные новости
Булат Окуджава

Самарцы исполнили стихи и песни Булата Окуджавы





Персональные новости
Пятёрочка

«Пятёрочка» подарила 1 000 000 рублей Дзержинской школе по итогам «Здоровой Олимпиады»





ირაკლი კობახიძე: სხვის პირად ცხოვრებაში, სივრცეში შეჭრა „ნაცმოძრაობის“ ხელწერაა, 26 მაისს არ შეიძლება ვარჯიში? – „ნაციონალები“ არიან უსამშობლოები, ისინი არიან ბოლშევიკები

News.ge 

26 მაისს ვარჯიში არ შეიძლება?! აღლუმზე არ მივდივარ სხვა მიზეზის გამო. რა შუაშია აქ ვარჯიში. სპეკულაციაა ამაზე საუბარი , – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მიმდინარეობისას სპორტდარბაზში იმყოფებოდა. მისივე თქმით, სოციალურ მედიაში გავრცელებული ფოტოსურათები, სადაც აუზზე იმყოფება, პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას დედამ გადაიღო. „26 მაისის ღონისძიება არის ცერემონიული ...

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მიზანი ნატოში გაწევრიანებაა

Radiotavisupleba.ge 

ივლისისთვის შვედეთი კვლავ იმედოვნებს, რომ ნატოს წევრი გახდება იმ დროისთვის, როცა ივლისში ალიანსის სამიტი ჩატარდება ვილნიუსში, განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტობიას ბილსტრომმა. უკრაინაში რუსეთის შეჭრამ აიძულა შვედეთი და ფინეთი გასულ წელს უარი ეთქვათ დიდი ხნის ნეიტრალიტეტზე და ნატოში გაწევრიანება გადაწყვიტეს. ფინეთი ნატოს გასულ თვეში შეუერთდა, შვედეთის გაწევრიანება კი შეფერხდა ალიანსის ორი წევრის, თურქეთისა და უნგრეთის წინააღმდეგობის გამო. არ არსებობს "გეგმა B ან მსგავსი რამ. Читать дальше...

ზელენსკიმ სანქციები დაუწესა რუსეთთან და ბელორუსთან დაკავშირებულ  51 ფიზიკურ და 220 იურიდიულ პირს

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტმა, სანქციები დაუწესა 200-ზე მეტ რუსულ და ბელარუსულ კომპანიას, რომელთა შორისაა სოლიკამსკის მეტალურგიული ქარხანა, მინსკის საავტომობილო ქარხანა, ქიმიური პროდუქტების სახელმწიფო კვლევითი ინსტიტუტი და რამდენიმე სარემონტო ქარხანა. სანქციების სიაში მოხვდნენ მობილური კავშირგაბმულობის კომპანიები და რუსეთის რკინიგზასთან დაკავშირებული საწარმოები, ასევე ბელარუსული კომპანიები: მინსკის მექანიკური ქარხანა და ს. ვავილოვის სახელობის, ვიტებსკის რადიო კომპონენტების ქარხანა "მონოლითი". უკრაინის... Читать дальше...

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

News.ge 

თურქეთის მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და მთავარ ოპოზიციურ კანდიდატს, ქემალ ქილიჩდაროღლუს შორის მოუწევთ. ხმის მისაცემად 64. 1 მილიონზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული. თურქული მედიის ცნობით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ქვეყნის ისტორიაში პირველად იმართება. შეგახსენებთ, თურქეთში, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 14 მაისს გაიმართა, რა დროსაც რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხმების 49,52 პროცენტი მიიღო, მისმა მთავარმა კონკურენტმა ...

რუსეთის ელჩი ბრიტანეთში: "მოსკოვს ჯერ არ დაუწყია სერიოზული მოქმედება"

Radiotavisupleba.ge 

"უკრაინისათვის დასავლური იარაღის მიწოდებამ შესაძლოა ომის ესკალაცია აქამდე არნახულ დონემდე მიიყვანოს", -  ამის შესახებ BBC-სთან ინტერვიუში დიდ ბრიტანეთში რუსეთის ელჩმა ანდრეი კელინმა განაცხადა. დიპლომატის თქმით, მის ქვეყანას აქვს "უზარმაზარი რესურსები", თუმცა რუსეთი ჯერ არ გადასულა "ძალიან სერიოზულ ქმედებებზე". ეს განცხადება გაკეთდა იმის მიუხედავად, რომ საომარი მოქმედებები წელიწადზე მეტია მიმდინარეობს და რუსეთის სამხედრო დანაშაულის არაერთი მტკიცებულება არსებობს. BBC-ის ჟურნალისტ ლორა კუნსბერგთან... Читать дальше...

28 მაისს იმართება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური თურქეთში

Radiotavisupleba.ge 

თურქეთის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში კენჭს იყრიან მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოანი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით, დილის 08:00 საათზე გაიხსნა, არჩევნების წინასწარი შედეგები კი ცნობილი გახდება საღამოს 17:00 საათის შემდეგ, როცა საარჩევნო უბნები დაიხურება. 14 მაისის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურამდე ჩატარებული გამოკითხვების უმეტესობა ოპოზიციის გამარჯვებას წინასწარმეტყველებდა, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

В столице Туркменистана - Ашхабаде открыли памятник легендарному армянскому поэту и композитору Саят-Нове


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Юлия Путинцева

Путинцева вернулась после 0:6 и одержала важную победу


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

В парке на востоке Москвы нашли тело школьницы





Путин в России и мире
Москва

«Недоволен и беспокоится»: WSJ узнала о реакции лидера КНР на визит Путина в КНДР


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Фёдор Шаляпин

Наследие Шаляпина и Рахманинова представили на выставке-форуме «Россия»



Москва

В Москву приходит лето: Метеоролог рассказал, когда москвичам ждать дождей

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net