"ვაგნერის" მეთაური ამბობს, რომ კრემლის მიერ სახელმწიფო მედიისგან მისი ჩამოშორება უარყოფით რეაქციას გამოიწვევს
რუსეთის ყველაზე ძლევამოსილმა, „დაქირავებულმა მებრძოლმა“, „ვაგნერის“ მეთაურმა, ევგენი პრიგოჟინმა, 28 მაისს განაცხადა, რომ დარწმუნებულია იმაში, რომ კრემლის მაღალი თანამდებობის პირებმა აკრძალეს მის შესახებ ამბების გაშუქება სახელმწიფო მედიაში და გაფრთხილება გამოთქვა, რომ მსგავსი, შეცდომაში შემყვანი მიდგომა რამდენიმე თვის განმავლობაში რუსი ხალხის უარყოფით რეაქციას გამოიწვევს.
გავრცელებული ინფორმაციით, ევგენი პრიგოჟინი, "ვაგნერის" დაქირავებული ჯგუფის დამფუძნებელი, ყველაზე თვალსაჩინო წევრია პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გარემოცვაში, რომელმაც ფართო ცნობადობა მოიპოვა უკრაინაში 15 თვიანი ომის მანძილზე.
Reuters-ი წერს, რომ პრიგოჟინმა უკრაინის ქალაქი ბახმუტი აიღო ამ თვის დასაწყისში, მაგრამ სახელმწიფო ტელევიზიამ მისი როლი დააკნინა.