ზელენსკიმ სანქციები დაუწესა რუსეთთან და ბელორუსთან დაკავშირებულ 51 ფიზიკურ და 220 იურიდიულ პირს
უკრაინის პრეზიდენტმა, სანქციები დაუწესა 200-ზე მეტ რუსულ და ბელარუსულ კომპანიას, რომელთა შორისაა სოლიკამსკის მეტალურგიული ქარხანა, მინსკის საავტომობილო ქარხანა, ქიმიური პროდუქტების სახელმწიფო კვლევითი ინსტიტუტი და რამდენიმე სარემონტო ქარხანა.
სანქციების სიაში მოხვდნენ მობილური კავშირგაბმულობის კომპანიები და რუსეთის რკინიგზასთან დაკავშირებული საწარმოები, ასევე ბელარუსული კომპანიები: მინსკის მექანიკური ქარხანა და ს. ვავილოვის სახელობის, ვიტებსკის რადიო კომპონენტების ქარხანა "მონოლითი".
უკრაინის პრეზიდენტმა სანქციები ასევე დაუწესა რუსეთის 51 მოქალაქეს, მათ შორის მეცნიერებს და ქარხნების გენერალურ დირექტორებს.
კომპანიებისა და ადამიანების მიმართ შეზღუდვები დაწესებულია ათი წლის ვადით. პირთა შორის უკრაინამ შავ სიაში შეიყვანა სუდაკის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე კირილ სკოროხოდოვი.