Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Октябрь
2018

Новости за 15.10.2018

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჩავა საუდის არაბეთში, ჟურნალისტის გაუჩინარებასთან დაკავშირებით

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ის ესაუბრა საუდის არაბეთის მეფეს ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის გაუჩინარების შესახებ და ამ ქვეყანაში აგზავნის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს მონარქთან შესახვედრად. როგორც ტრამპმა 15 ოქტომბერს ტვიტერში დაწერა, მეფე სალმანმა უარყო, რომ მისთვის რამეა ცნობილი ხაშოგის გაუჩინარების თაობაზე. ხაშოგის კვალი დაიკარგა თითქმის ორი კვირის წინ - მას შემდეგ, რაც ის სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში წავიდა. თურქი ოფიციალური პირების თქმით, ისინი შიშობენ, რომ ჟურნალისტი 2 ოქტომბერს საკონსულოში მოკლეს. Читать дальше...

პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება დავით ცუხიშვილი

Radiotavisupleba.ge 

რუსთავი2-ის მიერ 14 ოქტომბერს გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მთავარ პროკურატურაში დავით ცუხიშვილი იკითხება. დავით ცუხიშვილი, ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, ჩანაწერის მიხედვით, მირზა სუბელიანთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან ერთად იმყოფებოდა. პროკურატურის თანახმად, 15 ოქტომბერს ფარული აუდიოჩანაწერის შესახებ უკვე გამოიკითხნენ  დეპუტატი ვიქტორ დოლიძე და სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი ი.პ. ფარულ აუდიოჩანაწერებთან... Читать дальше...

საფრანგეთში ღვარცოფმა შეიწირა 10-ზე მეტი ადამიანი

Radiotavisupleba.ge 

სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში ღვარცოფმა შეიწირა 10-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე. ამის შესახებ იუწყებიან ოფიციალური პირები ოდის რეგიონიდან. 15 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, ღამით სულ რამდენიმე საათში მოვიდა წვიმა, რომელიც ჩვეულებრივ სამი თვის ნორმაა. მძიმედ დაშავდა რვა ადამიანი. დატბორილ დასახლებებში მყოფი ხალხი შენობების სახურავებზე ავიდა და, ოფიციალური პირების ცნობით, იქიდან იქნა ევაკუირებული. ოდის მთელ რეგიონში დაიხურა სკოლები.



რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია წყვეტს ურთიერთობას კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია წყვეტს ევქარისტიულ კავშირს კონსტრანტინოპოლის საპატრიარქოსთან. ეს ნაბიჯი მოჰყვა კონსტანტინოპოლის ეკლესიის გადაწყვეტილებას უკრაინის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ. წმინდა სინოდად წოდებულმა საბჭომ ეკლესიის წიაღში დაბრუნდებულად ცნო უკრაინის ეკლესიის მეთაურები, აღადგინა კიევში საკუთარი მმართველობა და კანონგარეშედ გამოაცხადა მოსკოვის საპატრიარქო უკრაინის ტერიტორიაზე.

გერმანიაში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც მძევალი ჰყავდა აყვანილი

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის ქალაქ კიოლნში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც მძევალი აიყვანა რკინიგზის სადგურზე მდებარე აფთიაქში. ოპერაციის დროს ის მძიმედ დაიჭრა, ხოლო მძევალი ქალი მსუბუქად დაშავდა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჯერ არ ვრცელდება ინფორმაცია ოპერაციის დეტალებზე, არ ამხელენ არც თავდამსხმელის ვინაობას. ინციდენტის გამო ევაკუირებულ იქნენ სადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ადამიანები.

ვიქტორ ჯაფარიძემ პროკურატურა დამატებითი კომენტარების გარეშე დატოვა

Radiotavisupleba.ge 

რუსთავი2-ის მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით  საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ვიქტორ ჯაფარიძე მთავარ პროკურატურაში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა. გამოკითხვის დასრულების შემდეგ მან დაადასტურა, რომ მართლაც ჰქონდა შეხვედრა მირზა სუბელიანთან, თუმცა დამატებითი კომენტარები პროკურატურაში გამოკითხვისა და მირზა სუბელიანთან პენიტენციურ დაწესებულებაში  საუბრის კონკრეტული დეტალების შესახებ აღარ  გაუკეთებია. პროკურატურის თანახმად, გამოძიება ამ ეტაპზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის... Читать дальше...

კომიქსები მშვიდობითვის

Radiotavisupleba.ge 

პროექტმა „კომიქსები მშვიდობისა და განათლებისთვის“ 30-მდე ქართველი და ოსი ახალგაზრდა გააერთიანა. ისინი სცენარისტებსა და მხატვრებთან ერთად ერთი წლის მანძილზე კომიქსების შექმნაზე მუშაობდნენ

ფარულ აუდიოჩანაწერებზე პროკურატურაში ვიქტორ ჯაფარიძისა და ი. პ.-ს გამოკითხვა მიმდინარეობს

Radiotavisupleba.ge 

რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურაში 14 ოქტომბერს გამოქვეყნებული ჩანაწერების ერთ-ერთი ფიგურანტის, საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის  გამოკითხვა მიმდინარეობს. იკითხება ასევე სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი, ი.პ. პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება  სწორედ ი.პ-ს განცხადების საფუძველზე დაიწყო. კერძოდ, „მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს, მასზე განხორციელდა შანტაჟი და ზეწოლა: პირადი ცხოვრების... Читать дальше...



საია საოლქო კომისიის გადაწყვეტილებას ცესკოში ასაჩივრებს

Radiotavisupleba.ge 

გორის საოლქო საარჩევნო კომისიამ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” საჩივარი არ დააკმაყოფილა. საია საკრებულოს წევრს, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, მიხეილ გოგინაშვილს, თანამდებობის გამოყენებასა და ადმინისტრაციული რესურსის მობილიზებას ედავებოდა.

რუსეთში გადაიფიქრეს ბრალის წარდგენა ალექსეი ნავალნისათვის

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ალექსეი ნავალნი ორშაბათს პოლიციაში დაიბარეს, სადაც, წინასწარი ინფორმაციით, მისთვის აპირებდნენ ბრალის წაყენებას ცილისწამების მუხლით. მაგრამ გამომძიებელმა ეს არ გააკეთა. ნავალნიმ ამ სიტუაციას უწოდა „უცნაური“ და ივარაუდა, რომ ბრალის წარდგენაზე უარის თქმა მოხდა „მასმედიაში ატეხილი ხმაურის გამო“. მანამდე ალექსეი ნავალნიმ გაავცელა ვიდეობლოგი, რომელშიც ამტკიცებდა, რომ აპირებენ მისთვის ბრალის წაყენებას ცილისწამების მუხლით, რომელზეც სისხლის სამართლის საქმე 2016 წელს აღიძრა. Читать дальше...

სახალხო დამცველი:ფარულ ჩანაწერებზე გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს

Radiotavisupleba.ge 

„ვთვლი, რომ გავრცელებულ ჩანაწერებში ისმის დანაშაულის შემცველი ფაქტების შესახებ ინფორმაცია, ამიტომ, ამ საკითხებთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება“ - განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ. მისი შეფასებით რუსთავი2-ის მიერ 14 ოქტომბერს გავრცელებულ აუდიოჩანაწერებში მირზა სუბელიანი სერიოზულ დანაშაულებებზე საუბრობს, რაზეც რეაგირება უნდა მოხდეს. „განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება წამებას, არასრულწლოვნების ცემის ფაქტს, რაზეც მირზა სუბელიანი თავადაც საუბრობს.აუცილებელია, მოხდეს მისი გამოკითხვა და გამოძიების დაწყება. Читать дальше...

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ინგუშეთში კარვები გაშალეს

Radiotavisupleba.ge 

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის მიღწეულ შეთანხმებას ეწინააღმდგებიან, ინგუშეთის დედაქალაქ მაგასში ორშაბათს კარვების ქალაქი აღმართეს. სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, მომიტინგეებმა კარვები გაშალეს სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის წინ, რომელიც ხელისუფლებამ გამოყო სანქცირებული მიტინგის ჩასატარებლად. მომიტინგეებმა საკვების მისაღები პუნქტებიც მოაწყვეს და აცხადებენ, რომ საპროტესტო აქცია უვადო იქნება. 26 სექტემბერს ინგუშეთისა და ჩეჩნეთის ხელმძღვანელებმა, იუნუს-ბეკ ევკუროვმა... Читать дальше...

პუტინმა დააჯილდოვა ფეხბურთელების მიერ ნაცემი მოხელეები

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო ჯილდოები გადასცა მოხელეებს, რომლებიც გასულ კვირაში სცემეს რუსმა ფეხბურთელებმა, ალექსანდრ კოკორინმა და პაველ მამაევმა. შესაბამისი განკარგულება გამოქვეყნებულია სამართლებრივი ინფორმაციის საიტზე. „მინპრომტორგის“ დეპარტამენტის უფროსი, დენის პაკი დაჯილდოვდა მეორე ხარისხის ორდენით „სამშობლოს წინაშე დამსახურებისათვის“, ხოლო სამეცნიერო ცენტრ „ნამის“ გენერალური დირექტორი, სერგეი გაისინი - ალექსანდრ ნეველის სახელობის ორდენით. 11 ოქტომბერს, მოსკოვის ტვერის რაიონულმა... Читать дальше...

მთავარ პროკურორს მეც დაველაპარაკები – მომხრე ვარ, გამოძიება მაქსიმალური გამჭვირვალობით წარიმართოს – ბესელია

Marshalpress.ge (მარშალ) 

იმისთვის, რომ რამე არ დარჩეს ეჭვის დონეზე, გამოირიცხოს, არ დაგროვდეს კითხვები, ამ კითხვებისგან ჩვენც შინაგანად თავისუფალი ვიყოთ, მეც ვარ მომხრე, რომ ეს გამოძიება მაქსიმალური გამჭვირვალობით წარიმართოს და პარლამენტმა, თავისი კონტროლის მექანიზმი გამოიყენოს, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, როდესაც „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ აუდიოჩანაწერებს გამოეხმაურა. ეკა ბესელია თქმით, ჩანაწერების ნამდვილობა […]

ძველი საქმეები "სუბელიანის ჩანაწერიდან"

Radiotavisupleba.ge 

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა, 14 ოქტომბერს გაავრცელა, სავარაუდოდ, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის ფარული აუდიოჩანაწერი.

ნიკა მელია: "მირზა სუბელიანმა აგიყვანათ ტყვეობაში"

Radiotavisupleba.ge 

„რა უნდა გამოიძიოთ, ივანიშვილი საკუთარ თავს გამოუტანს განაჩენს? რომელი საქმე გამოგიძიებიათ და გითქვამთ, ბოდიში, შეგვეშალაო? მირზა სუბელიანი გაამწესეთ იქ [ციხეში] შეთანხმებით და რაღაც მოხდა ახლა თქვენ შორის და პირობები დაურღვიეთ, ეტყობა. ტყვეობაში აგიყვანათ მირზა სუბელიანმა ისეთი სისაძაგლეები აკეთებინეთ ამ ადამიანს და როდესაც, სამწუხაროდ, მისი შვილი და მისი ცოლის დისშვილი აღმოჩნდნენ ხორავას ქუჩის მკვლელობის მონაწილენი თქვენ ხელი ვერ მოჰკიდეთ მირზა სუბელიანს. თქვენ პასუხისმგებელი ხართ ამ მკვლელების მფარველობაში“... Читать дальше...

"ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებმა რუსთავის მერიის წინ საპროტესტო აქცია გამართეს

Radiotavisupleba.ge 

"ნაციონალური მოძრაობის" რუსთავის ორგანიზაციის აქტივისტებმა, დაახლოებით 50-მა ადამიანმა, 15 ოქტომბერს საპროტესტო აქცია გამართეს რუსთავის მერიის შენობის წინ. აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს 14 ოქტომბერს, „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ ფარულ აუდიოჩანაწერებში დასახელებული ფაქტების გამოძიება. „ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე ბერიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ისინი აუდიოჩანაწერში მოყვანილი ყველა ფაქტის გამოძიებას მოითხოვენ. „ხელისუფლებამ დანაშაულებრივად წაუყრუა ამ აუდიოჩანაწერს“, - თქვა ალექსანდრე ბერიძემ.

ბრიტანეთმა და ევროკავშირმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას ბრექსიტის თაობაზე

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანეთმა და ევროკავშირმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას ბრექსიტის თაობაზე, რიგგარეშე მოლაპარაკებებზე, რომელიც წინ უსწრებდა ბლოკის მნიშვნელოვან სამიტს. 14 ოქტომბერს ბრიუსელში ერთმანეთს შეხვდნენ ევროკავშირის წარმომადგენელი მიშელ ბარნიე და ბრიტანეთის ბრექსიტის საქმეთა სახელმწიფო მინისტრი, დომინიკ რააბი. შეხვედრაში მონაწილობდნენ ასევე ევროკავშირის ელჩები. გავრცელებული ინფორმაციით, არსებობდა მოლოდინი, რომ მხარეები მიაღწევდნენ გარიგებას, რათა განსაზღვრულიყო დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პირობები.... Читать дальше...


Музыкальные новости
PR promo

В Moscow City вручили премию «Предприниматель года» от Expert RF





Персональные новости
Сергей Брановицкий

Песня под Ключ. Купить Песню под Ключ. Запись Песни под Ключ.





ირაკლი კობახიძე: „ცარიელ ადგილზე ფარული ჩანაწერით ვერანაირ კომპრომატს ვერ შექმნით“

Radiotavisupleba.ge 

„ჩვენ ვიხილეთ ერთი სპექტაკლი, რომელიც წარუმატებლად უკვე დასრულდა და შემოგვთავაზეთ ახლა მეორე სპექტაკლი, რომელიც ასევე წარუმატებლად დასრულდება. რატომ? იმიტომ, რომ იქ, სადაც არ არის გადაცდომა, იქ, სადაც არ არის დანაშაული, ვერ შეიქმნება ხელოვნურად ვერანაირი კომპრომატი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, რომელზეც მირზა სუბელიანის ფარული აუდიოჩანაწერის საკითხის განხილვა ხმაურისა და მწვავე დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომაზე განაცხადა... Читать дальше...

ალექსეი ნავალნი აცხადებს, რომ აპირებენ წაუყენონ ბრალი ცილისწამებისათვის

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ალექსეი ნავალნი აცხადებს, რომ აპირებენ მისთვის ბრალის წაყენებას ცილისწამების მუხლით, რომელზეც სისხლის სამართლის საქმე 2016 წელს აღიძრა. გავრცელებული ვიდეობლოგის თანახმად, ბრალის გამოსაცხადებლად მისი ადვოკატი 15 ოქტომბრის დილით გააფრთხილა შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელმა. ალექსეი ნავალნის ცილისწამებაში ადანაშაულებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, პაველ კარპოვი, რომელიც მაგნიტსკის საქმის ფიგურანტია. 2016 წელს მაგნიტსკის... Читать дальше...

"ვხედავთ უპრეცედენტო შემოტევას არასამთავრობო სექტორზე"

Radiotavisupleba.ge 

15 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მიხეილ ბენიძე, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი.

გორში საპროტესტო აქცია გაიმართა „ქართული ოცნების" ოფისთან

Radiotavisupleba.ge 

გორში პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისთან გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციაზე ისინი ტრანსპარანტებით მივიდნენ და ქვეყანაში შექმნილ ვითარებას აპროტესტებდნენ. საპროტესტო აქცია გუშინ "რუსთავი 2"-ის ეთერით აუდიოჩანაწერების გავრცელების შემდეგ დაიგეგმა. აქციაზე შელაპარაკება მოხდა გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებსა და გორის საკრებულოს წევრ ზაქარია მებადურს შორის, რომელიც ქართული ოცნების შტაბთან იმყოფებოდა. ოფისიდან აქციის მონაწილეებთან შესახვედრად სხვა არავინ გამოსულა. Читать дальше...

ქუთაისში გაიმართა აქცია სახელწოდებით „ნუ ასარდაფებ!“

Radiotavisupleba.ge 

"ნუ ასარდაფებ", "არა კრიმინალურ რეჟიმს", "არ დავუშვებთ მხედრიონის დაბრუნებას" - ამ ლოზუნგებით გაიმართა აქცია დღეს ქუთაისში. აქციის მონაწილეები სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს გამოეხმაურნენ და ხელისუფლებას გადადგომისკენ მოუწოდეს. ქუთაისის სამხარეო ადმინისტრაციასთან შეკრებილებმა განაცხადეს, რომ საზოგადოებამ კრიმინალურ რეჟიმს “არა” უნდა უთხრას. "ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" არის ჭუჭყი, რომელიც საქართველომ უნდა ჩამოირეცხოს. ეს არის ნეპოტიზმის, ადამიანების სარდაფებში წამების... Читать дальше...

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ფარული აუდიოჩანაწერი შანტაჟის გზითაა გავრცელებული

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ფარული აუდიოჩანაწერი, რომელიც 14 ოქტომბერს გადაიცა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის დაშანტაჟების შედეგად გავრცელდა. პროკურატურის განცხადებით, „აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ ფიგურირებს მ.ს., ვ.ჯ. და დ.ც, საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო 2018 წლის 12 ოქტომბერს, ვიდრე ჩანაწერი ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში გადაიცემოდა. გამოძიება ამ ეტაპზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Московское "Динамо" возглавило турнирную таблицу РПЛ


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Андрей Рублёв

«Титул, которым я горжусь больше всего»: Рублёв одолел Оже-Альяссима и выиграл второй турнир серии «Мастерс» в карьере


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Синоптик Позднякова: москвичей 7 мая ждет аномально холодная погода





Путин в России и мире
Москва

Ушаков: Путин и Пашинян расставят точки на «и»


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Польский судья Шмидт попросил защиты у Лукашенко и политического убежища в Белоруссии




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



PR promo

В Moscow City вручили премию «Предприниматель года» от Expert RF



Москва

Гуманитарная миссия ЧВК "Вагнер": жители ЦАР благодарят за продукты

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net