Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Октябрь
2018

Новости за 22.10.2018

ბოლტონი: აშშ შანტაჟს არ უწყობს რუსეთს, როცა ამბობს, რომ აპირებს ბირთვული ხელშეკრულებიდან გასვლას

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონმა, უარყო რუსეთის ბრალდება, თითქოს ვაშინგტონი იმის გამო იმუქრებოდეს ბირთვული იარაღის შესახებ ხელშეკრულებიდან გასვლით, რომ შანტაჟი მოუწყოს რუსეთს. ვაშინგტონი მოსკოვს ადანაშაულებს საშუალო რადიუსის ახალი ბირთვული რაკეტის შექმნაში, რასაც 1987 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულების დარღვევად მიიჩნევს. როგორც იუწყებიან, ბოლტონი შანტაჟის ბრალდებას გამოეხმაურა 22 ოქტომბრის საღამოს მოსკოვში საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ. Читать дальше...

ლგბტ აქციაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე მოზარდის საქმე კვლავ გადაიდო

Marshalpress.ge (მარშალ) 

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ლგბტ აქციაზე მომდარი შემთხვევის მონაწილე მოზარდის საქმის პროცესი 9 ნოემბრამდე გადაიდო. საქმე ეხება 2018 წლის 17 მაისს, მთავრობის კანცელარიასთან მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც სერგი კაკაჩიამ აქციაზე სიტყვით გამომსვლელ ლგბტ აქტივისტ ნიკო გორგილაძეს დაარტყა. როგორც კაკაჩიამ განაცხადა, ლგბტ აქტივისტმა შეურაცხყოფა მიაყენა ღმერთს, პატრიარქს და ადამიანებს, რაც ვერ მოითმინა. ამავე თემაზე იხილეთ  მან შეურაცხყოფა […]

იაფი პოლიტიკის ძვირი ფასი

Radiotavisupleba.ge 

2017 წლის მონაცემებით, 39 პოლიტიკურმა პარტიამ 39 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა რეკლამაში, მივლინებებსა და ხელფასებში. ამ თანხის ორი მესამედი (20 607 450 ლარი) მმართველ გუნდზე მოდის.



ხომ გირჩიე, მეტი აღარაფერი დაწერო, საერთოდ გააუქმე ფეისბუქი თქო – კოკა ყანდიაშვილის მორიგი მიმართვა თაკო ჩარკვიანს

Marshalpress.ge (მარშალ) 

ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანს კიდევ ერთი ფეისბუქ პოსტით პასუხობს. “Штабкварწირის პრინცესას” თაკო ჩარკვიანის ლოგიკა:1. ჩემი შვილები ნაღმზე იყვნენ სააკაშვილის დროსო, ღმერთმა არ გამოგაცდევინოთ ეს სიმწარეო…2. ამიტომ მე მხარს ვუჭერ დღეს სააკაშვილს და მის კუკლია Штабкварწირას , ეგ აირჩიეთ, გთხოვთო…. Дорогая штабкварწირა: 1. მამას რომ საფლავში ჩააფურთხე – გავიგეთ… 2. ჭკუაც რომ არ გიჭრის და შოთა […]

ჯონ ბოლტონი შეხვდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანს 

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონი, მოსკოვში შეხვდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანს, ნიკოლაი პატრუშევს. მედიის ცნობით, ბოლტონმა განმარტა ვაშინგტონის პოზიცია საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ხელშეკრულებიდან გასვლის გეგმასთან დაკავშირებით. მანამდე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა რუსეთთან ამ ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე. მისი აზრით, მოსკოვი არღვევდა ხელშეკრულებას და ქმნიდა სახმელეთო ბაზირების სისტემას, რაც მოსკოვს აძლევს ევროპაში... Читать дальше...

ავღანეთის ლიდერები აქებენ საპარლამენტო არჩევნებზე ელექტორატის აქტიურობას

Radiotavisupleba.ge 

ავღანელი ოფიციალური პირები აქებენ ამომრჩევლებს, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მისაცემად მივიდნენ კენჭისყრისას ძალადობისა და საორგანიზაციო პრობლემების მიუხედავად. მათი აზრით, ამომრჩევლის აქტიურობა აჩვენებს, რომ ავღანელები უარს ამბობენ თალიბი ექსტრემისტების იდეოლოგიაზე. აღმასრულებელი ლიდერის, აბდულა აბდულას აზრით, „თალიბანი დამარცხდა და თალიბანის აზრებსა და იდეებს უარი ეთქვა“. საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 8,8 მლნ დარეგისტრირებული ამომრჩევლიდან ოთხამდე მილიონმა ისარგებლა საარჩევნო უფლებით 4,500-ზე მეტ უბანში. Читать дальше...

ევროკავშირი აშშ-სა და რუსეთს მოუწოდებს, ძალაში დატოვონ ხელშეკრულება ბირთვული იარაღის შესახებ

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირი აშშ-სა და რუსეთს მოუწოდებს, გააგრძელონ „კონსტრუქციული დიალოგი“ საკითხებზე, რომლებიც ეხება ხელშეკრულებას საშუალო და მცირე რადიუსის ბირთვული და კონვენციური რაკეტების შესახებ (INF). ამის შესახება ნათქვამია ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერის საიტზე. მოწოდება მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ ვაშინგტონი აპირებს ამ ხალშეკრულებიდან გასვლას, რადგან მას რუსეთი არღვევს. როგორც 22 ოქტომბრის განცხადებაში აღნიშნავენ, ევროპა მოელის, რომ მხარეები კვლავაც დაიცავენ ხელშეკრულებას... Читать дальше...

„რუსთავი 2“-ის დირექტორი ბიძინა ივანიშვილის მიწვევას პასუხობს

Radiotavisupleba.ge 

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორისთვის გაუგებარია, რატომ მიიწვიეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუზე მხოლოდ სამი ტელეკომპანიის თოქშოუების წამყვანები. „კურიერთან“ საუბარში ნიკა გვარამია ამბობს, რომ სწორედ ამ დღეს გიორგი გაბუნიას საკუთარი საავტორო გადაცემა "არჩევანი" აქვს და ამიტომ ის „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარის მიწვევას ვერ მიიღებს, თუმცა „კვირის აქცენტების“ წამყვანს ეკა კვესიტაძეს შეუძლია ინტერვიუზე მისვლა, თუკი ამას ივანიშვილი დათანხმდება. "ჩვენ ჩვენს პასუხს აგერ ვაცხადებთ... Читать дальше...



ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი წვიმაში პარლამენტის თაღების ქვეშ არ შეუშვეს

Radiotavisupleba.ge 

ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა 22 ოქტომბერს შუადღისას, წვიმის დროს პარლამენტის შენობის თაღების ქვეშ შესვლა სცადეს, რისი საშუალებაც პოლიციამ მათ არ მისცა. „მამები სიმართლისათვის“ აქციის მონაწილეებმა, შესაბამისად, განმარტეს, რომ ამით პოლიციამ კიდევ ერთხელ დაარღვია პირობა, რომელიც ითვალისწინებდა იმას, რომ მათ ცუდ ამინდში შეეძლებოდათ პარლამენტის შენობის გარე პერიმეტრზე, თაღებისთვის ქვეშ თავის შეფარება. აქციის მონაწილეთა განმარტებით, პოლიციამ პარლამენტის თაღების ქვეშ აქციის მონაწილეთა დროებითი... Читать дальше...

ნიკო ნომენკლატურაზე დაწერილ კარგ წიგნზე ყვება

Radiotavisupleba.ge 

ნიკომ გადაწყვიტა "ისტორიული ორშაბათების" ფარგლებში პატარა ექსპერიმენტი ჩაეტარებინდა და არაეთხელ წაკითხული წიგნის შინაარსივით მოეყოლა. მიხაილ ვოსლენსკის "ნომენკლატურა"-ზეა ლაპარაკი.

პრიშტინა და ბელგრადი გმობენ კოსოვოში სერბ მომლოცველებზე თავდასხმას

Radiotavisupleba.ge 

პრიშტინასა და ბელგრადში ოფიციალურმა პირებმა დაგმეს თავდასხმა ავტობუსებზე, რომლებითაც სერბი მომლოცველები მიეშურებოდნენ აღმოსავლეთ კოსოვოში მდებარე მონასტერში. ცნობების თანახმად, დაუდგენელმა პირებმა ქვები დაუშინეს ავტობუსებს. დაშავებულთა შესახებ არაფერს იუწყებიან. კოსოვოს პრეზიდენტ ჰაშიმ ტაჩის განცხადებით, „დაუშვებელია“ გადაადგილებისა და რწმენის თავისუფლების ნებისმიერი ხელყოფა. მან პოლიციას დაავალა, მართლმსაჯულებას გადასცეს პასუხისმგებელი პირები. ხოლო ბელგრადში მთავრობის წევრმა მარკო ჯურიჩმა ევროპას მოუწოდა... Читать дальше...

ზურაბიშვილის ციტატები ჰააგაში, ომი და სამართალი

Radiotavisupleba.ge 

პარტია „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ 22 ოქტომბერს, ჰააგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის 2009 წლის  საპასუხო სარჩელის ამონარიდი წარუდგინა ჟურნალისტებს.

პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას უკრაინის საწინააღმდეგო სანქციების შესახებ

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას „საგანგებო ეკონომიკური ზომების“ შესახებ, რომელთაც მიმართავენ უკრაინის „არამეგობრულ ქმედებებთან“ დაკავშირებით. ეს ცნობა 22 ოქტომბერს გამოქვეყნდა კრემლის ოფიციალურ საიტზე. კონკრეტულად რა სანქციები იგულსხმება, ბრძანებულებაში ნათქვამი არ არის. პუტინმა მთავრობას დაავალა „განსაზღვროს იმ ფიზიკური და იურიდიული პირების სია, რომლებთან მიმართებაშიც მიიღებენ საგანგებო ეკონომიკურ ზომებს“ და თან განსაზღვროს საკუთრივ ზომების რაობა. კიევს, ისევე როგორც აშშ-სა და ევროკავშირს... Читать дальше...

მთავრობა ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ახალ პროექტს იწყებს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მთავრობა იწყებს ახალ პროექტს, რომლის მიზანიცაა დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობის და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში. პროექტის პრეზენტაცია 22 ოქტომბერს გაიმართა. 18 თვის განმავლობაში პროექტს განახორციელებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაშია. პროექტი დაფინანსდება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გრანტით - ნახევარი მილიონი დოლარის ოდენობით.  ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი ხუთ... Читать дальше...

ინგა გრიგოლია ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუზე არ იქნება

Radiotavisupleba.ge 

ტელეკომპანია „TV პირველის“ თოქშოუ​ს ჟურნალისტი ინგა გრიგოლია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან 23 ოქტომბერს დაგეგმილ ინტერვიუს ფეისბუკის პოსტით გამოეხმაურა. ინგა გრიგოლია წერს, რომ ინტერვიუზე სიამოვნებით წავიდოდა, რომ არა გადაცემა „რეაქცია“, რომლის დასრულების დრო ინტერვიუს დასაწყისს ემთხვევა. „გამარჯობა მეგობრებო. რადგან ამდენი ადამიანი მირეკავს და მეკითხება, მივდივარ თუ არა ხვალ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე, ბარემ აქვე დავწერ, სიამოვნებით წავიდოდი, რადგან მგონია, რომ საინტერესო ბრიფინგი იქნება... Читать дальше...

პოლონეთის უზენაეს სასამართლოში დაბრუნდნენ პენსიაზე იძულებით გაშვებული მოსამართლეები

Radiotavisupleba.ge 

პოლონეთის უზენაეს სასამართლოში დაბრუნდნენ მოსამართლეები, რომლებიც სამი თვის წინ პენსიაზე გაუშვეს. მიზეზია ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც პოლონეთმა „დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს“ მოქმედება კანონისა, რომელიც ითვალისწინებს საპენსიო ასაკის 65 წლამდე დაწევას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისათვის. რა მშვენიერია სიცოცხლეო, წამოიძახა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მალგოჟატა გერსდორფმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა შეიტყო ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ. პოლონეთის უზენაესი... Читать дальше...

გიორგი მარჯანიშვილი - უფლებადამცველი

Radiotavisupleba.ge 

კვირა, 14 ოქტომბერი ფეხბურთი ამ დღიურს დავწერ მარტივი სიტყვებით, რომ ყველასთვის გასაგები იყოს, რადგან ხშირად ყველას გვაკლია სიმარტივე ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. კვირის დილა იწყება, როგორც ყოველთვის, ადრე გაღვიძებით და ეს ყოველთვის ასეა დასვენების დღეებში. წინა საღამოს მოველაპარაკე მშობლებს, რომ დილით  გავუვლიდი და ერთად ვისადილებდით. 10 საათზე ვიყავი ჩემი მშობლების სახლში, სადაც, ჩემდა გასაკვირად, დედამ მოამზადა ბევრი გემრიელი კერძი. გამიკვირდა, რადგან დედაჩემი დაკავებულია თავისი საქმით და იშვიათად რჩება დრო... Читать дальше...

სალომე ზურაბიშვილი: სადაც საუბრობენ იქ მტკიცებულებებიც უნდა მოიტანონ

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ თუ საჭიროდ ჩათვლის, ცალკე ბრიფინგს მიუძღვნის „ევროპული საქართველოს“ მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას. „სადაც საუბრობენ, იქ მტკიცებულებებიც უნდა მოიტანონ. მე მიკვირს ის, რომ მთავრდება ახლა კამპანია და მთავარი ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელი სხვა საქმე არ აქვს, თუ არა ჩემზე ლაპარაკი. როგორც ჩანს, მე ვარ კამპანიის თემა. მე მგონი, საზოგადოება ელოდება იმას, რომ გაიგოს ამ არჩევნებში რომელი საპრეზიდენტო კანდიდატი, რას პირდება მომავლისთვის. Читать дальше...

ქსენოფობიური განცხადებები პოლიტიკური პარტიების ლექსიკონში

Radiotavisupleba.ge 

„მედიის განვითარების ფონდმა“ გამოქვეყნა ანგარიში, რომელიც ასახავს წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევებს. ასევე კანდიდატებისა და პარტიების მიმართ გამოყენებულიი სიძულვილის ენას.  პოლიტიკური პარტიებიდან სიძულვილის ენას ყველაზე ხშირად „პატრიოტთა ალიანსი“ მიმართვს (30) რომელსაც მოსდევს “ქართული დასი” (13). მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” წარმომადგენელთა მხრიდან 5 დისკრიმინაციული კომენტარი გაკეთდა, ხოლო ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის მხრიდან 4. Читать дальше...


Музыкальные новости
Филипп Киркоров

У Филиппа Киркорова завершилось строительство нового дома в Московской области





Персональные новости
Владимир Путин

Путин с Собяниным приехали в Храм Христа Спасителя на Пасхальное богослужение





რუსეთში ტელევიზია რჩება ინფორმაციის მიღების ძირითად წყაროდ

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში გამოკითხულთა უმრავლესობისათვის ტელევიზია რჩება ინფორმაციის მიღების ძირითად წყაროდ. მას ყოველდღე უყურებს გამოკითხულთა 69%. მეორე ადგილზეა ინტერნეტი 60%-ით. გამოკითხულთა მესამედი რადიოს უსმენს, ხოლო 11% კითხულობს გაზეთების ბეჭდურ ვერსიას. ასეთი შედეგები აჩვენა გამოკვლევამ, რომელიც ჩაატარეს სამოქალაქო ინიციატივათა კომიტეტმა, ფონდმა „მედიასტანდარტმა“ და საგამოძიებო ჯგუფმა „ცირკონმა“. ამასთან, სახელმწიფო ტელეარხებს სანდო საინფორმაციო წყაროდ მიიჩნევს რუსების 63%, საინფორმაციო ინტერნეტსაიტებს ენდობა 15%... Читать дальше...

კახა კუკავა - ყველაზე მეტი დისკრიმინაციული განცხადების ავტორი

Radiotavisupleba.ge 

„მედიის განვითარების ფონდმა“ გამოქვეყნა ანგარიში, რომელიც ასახავს წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევებს. ასევე კანდიდატებისა და პარტიების მიმართ გამოყენებულიი სიძულვილის ენას.  პრეზიდენტობის კანიდატების მიერ გაკეთებული დისკრიმინაციული განცხადებები წინასაარჩევნო პერიოდში მედია საშუალებებში პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ გაკეთებული 49 დისკრიმინაციული შინაარსის განცხადება გაშუქდა. ყველაზე მეტი დისკრიმინაციული განცხადება “თავისუფალი საქართველოს” კანდიდატმა კახა კუკავამ1 (19) გააკეთა... Читать дальше...

ინგა გრიგოლია ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებაზე უარს ამბობს

Marshalpress.ge (მარშალ) 

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებაზე უარს ამბობს, სადაც ყოფილმა  პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ხვალ მედიის კითხვებს უნდა უპასუხოს. გრიგოლია უარის მიზეზებს “ფეისბუქის” პირად გვერდზე განმარტავს. “გამარჯობა მეგობრებო, რადგან ამდენი ადამიანი მირეკავს და მეკითხება, მივდივარ თუ არა ხვალ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე, ბარემ აქვე დავწერ, სიამოვნებით წავიდოდი, რადგან მგონია, რომ საინტერესო ბრიფინგი იქნება, […]

ტერორიზმთან ბრძოლის სამოქმედო გეგმაზე მომუშავე კომისიამ პირველი სხდომა გამართა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში(სუს) პირველი სხდომა გამართა მუდმივმოქმედმა უწყებათშორისმა კომისიამ, რომელსაც ევალება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება და შესრულების მონიტორინგი. კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება პროცესის ინიცირების შესახებ და ამ მიზნით დაამტკიცა სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა, რომელსაც კოორდინაციას გაუწევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. მუდმივმოქმედ კომისიას ხელმძღვანელობს სუს-ის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე. კომისიის... Читать дальше...

საბჭოთა „ოდისეა“: მოსკოვი-პეტუშკი

Radiotavisupleba.ge 

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ გვთავაზობს საუბარს რუსული ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ წიგნზე, თანამედროვე პოსტმოდერნიზმის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ წინამორბედზე, ვენიამინ ეროფეევის საოცარ რომანზე „მოსკოვი-პეტუშკი“.

ათასობით მიგრანტი განაგრძობს მსვლელობას ცენტრალური ამერიკიდან აშშ-ის მიმართულებით

Radiotavisupleba.ge 

ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან ათასობით ადამიანი მიემართება შეერთებული შტატებისაკენ მიუხედავად პრეზიდენტ ტრამპის განცხადებისა, რომ მექსიკასთან საზღვარს ჩაკეტავს და საზღვრის გასწვრივ ჯარებს განათავსებს, თუ მეხიკო ვერ შეაჩერებს მიგრანტთა მსვლელობას. 3000-მდე მიგრანტი ამჟამად მექსიკის ტერიტორიაზე გადაადგილდება. ისინი ჰონდურასიდან დაიძრნენ რამდენიმე დღის წინ და გვატემალასთან საზღვარზე, ხიდზე მექსიკის ხელისუფლების მიერ იქნენ შეჩერებული. მაგრამ მიგრანტების ნაწილმა მდინარე გადაცურა, ნაწილი თვითნაკეთი ბორნებით გადავიდა მეორე ნაპირზე. Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Полина Гагарина — про уход на пенсию и особые способности Сергея Лазарева


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
ATP

Андрей Рублев поднялся на шестое место в рейтинге ATP


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Ежемесячную денежную выплату получают более 1,6 млн пострадавших от радиации





Путин в России и мире
Москва

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о героях нашего времени


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Польский судья приехал в Минск и попросил защиты у Лукашенко




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Сергей Шнуров

Певцы Шнуров и Билан поспорили из-за участника на шоу «Новая фабрика звезд»



Москва

Анна Данилова дала старт Всероссийской акции "Синий платочек Победы" 2024 на станции метро Курская

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net