Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Октябрь
2018

Новости за 16.10.2018

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ვადაზე ადრე გაინაღდა ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველი ადგილი

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგაზე ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო, ოთხი ტურის შემდეგ თორმეტი ქულა დააგროვა და ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე უახლოეს მდევარს - ყაზახეთს შვიდი ქულით გაუსწრო. შესაბამისად, ვადაზე ადრე დაიბევა D დივიზიონის D ჯგუფში პირველი ადგილი და ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის საგზური. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა გუნდმა რიგაში 3:0 დაამარცხა ლატვიის ნაკრები. ანგარიში ჯაბა კანკავამ გახსნა, მერვე წუთზე. პირველსავე ტაიმში, მასპინძელთა კარი ვაკო გვილიამაც აიღო. Читать дальше...

გამოქვეყნდა სია ქვეყნებისა, რომლებიც გასცემენ „ოქროს პასპორტებს“ უცხოელებზე

Radiotavisupleba.ge 

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) გამოაქვეყნა სია ქვეყნებისა, რომლებიც „ოქროს პასპორტის“ სისტემის გამოყენებით ქმნიან პირობებს გადასახადებისათვის თავის ასარიდებლად. სიაში მოხვდა მსოფლიოს 21 სახელმწიფო. ექსპერტების განმარტებით, ეს ქვეყნები თავიანთ ეკონომიკაში გარკვეული მასშტაბის ინვსეტიციების სანაცვლოდ, გამარტივებული წესით გასცემენ უცხოელებზე მოქალაქეობას, ან ბინადრობის ნებართვას.„ოქროს პასპორტის“ მფლობელი არ არის ვალდებული, იცხოვროს ამ ქვეყნებში, თუმცა შეუძლია იქ დარეგისტრირდეს... Читать дальше...

ფაშინიანი აცხადებს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის შესახებ

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ტოვებს დაკავებულ პოსტს, რათა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.



გარდაიცვალა პოლ ალენი, რომელმაც ბილ გეიტსთან ერთად დააარსა „მაიკროსოფტი“

Radiotavisupleba.ge 

65 წლის ასაკში გარდაიცვალა ამერიკელი მულტიმილიარდერი პოლ ალენი, რომელმაც ბილ გეიტსთან ერთად დააარსა კორპორაცია „მაიკროსოფტი“. მან დაარწმუნა გეიტსი, რომელთანაც სკოლიდან მეგობრობდა, რომ არ უნდა გაეგძრელებინა სწავლა ჰარვარდის უნივერსიტეტში, რათა ალენთან ერთად შეექმნა სოფტვერის კომპანია. 1975 წელს დაარსებული „მაიკროსოფტი“ ალენმა დატოვა გეიტსთან უთანხმოების შემდეგ 1983 წელს, ჯერ კიდევ მანამ, სანამ კომპანია გიგანტურ კორპორაციად იქცეოდა. მაგრამ ის წილებს ფლობდა და ფუფუნებაში ცხოვრობდა, მილიარდობით დოლარს ხარჯავდა იახტებსა და უძრავ ქონებაში... Читать дальше...

უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის დასავლეთ ნაწილში მიმდინარე მანევრების დროს კატასტროფა განიცადა გამანადგურებელმა სამხედრო თვითმფრინავმა სუ-27-მა. კიევის მიერ გავრცელებული ცნობით, შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია თვითმფრინავის ორივე პილოტის ცხედარი. უკრაინის ვინნიცის ოლქში მიმდინარეობს მრავალეროვნული სწავლება „მოწმენდილი ცა -2018“, რომლის ფარგლებშიც უკრაინელი, ამერიკელი და დანიელი სამხედროები ერთობლივად ამუშავებენ უბედურებაში ჩავარდნილი ეკიპაჟების დახმარებისა და ევაკუაციის საკითხებს.

ხავერდოვანი სეზონი

Radiotavisupleba.ge 

ანარეკლების ავტორი გიორგი გვახარია ფსიქოლოგ ჯანა ჯავახიშვილთან ერთად თვალს ადევნებს რუსი ტურისტების მიგრაციას საქართველოში, საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული 2018 წლის შემოდგომამდე.

ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალზე საქართველოსა და უნგრეთს შორის მემორანდუმი გაფორმდა

Radiotavisupleba.ge 

სპორტში ადამიანის უფლებების დაცვა და ასევე სპორტში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა - ეს ის ორი ძირითადი საკითხია, რომლებზეც 16 ოქტომბერს იმსჯელეს თბილისში დაწყებულ ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალზე და რეზოლუციაც მიიღეს. დღესვე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და უნგრეთის ადამიანური რესურსების სამინისტროს შორის. სასტუმრო „ბილტმორში“ გამართულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ გაბრიელა ბატაინი-დრაგონმა... Читать дальше...

ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და სამი დაიჭრა დონბასში

Radiotavisupleba.ge 

უკრიანის არმიის სარდლობის ცნობით, ერთი მისი ჯარისკაცი დაიღუპა და სამი დაიჭრა რუსეთის მხარდაჭერილ სეპარატისტებთან შეტაკებაში აღმოსავლეთ უკრაინაში. სამხედრო უწყების თანახმად, სეპარატისტებმა 16 სექტემბერს 37-ჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და 24 საათის განმავლობაში ინტენსიურ სროლას აწრმოებდნენ ტყვიამფრქვევების, ყუმბარსატყორცნებისა და ნაღმსატყორცნების გამოყენებით. კიევი იუწყება, რომ სამხედროებმა საპასუხო ცეცხლით გაანადგურეს ორი სეპარატისტი და ექვსი - დაჭრეს. სეპარატისტები თავის მხრივ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაში კიევს ადანაშაულებენ. Читать дальше...



ნიკა გვარამია: „ჩანაწერი დადგმულია“

Radiotavisupleba.ge 

„ჩანაწერი დადგმულია“, - აცხადებს „რუსთავი2-ის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე, რომელშიც, სავარაუდოდ, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანისა და დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის საუბარი ისმინება. გვარამია ამ ჩანაწერს აფასებს როგორც „სამარცხვინოს“ და შენიშნავს: „სისტემური დანაშაულის დაფარვის საქმეში ჩაერთო მთელი სახელმწიფო აპარატი და ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთი სისტემური დანაშაული. დღეს გამოქვეყნებული ჩანაწერი იმას ადასტურებს, რომ ჩანაწერი... Читать дальше...

სუბელიანის მეორე ჩანაწერი - რა შეიცვალა?

Radiotavisupleba.ge 

რა გამოხმაურებები მოჰყვა მედიასა და სოციალურ ქსელში, მთავარი პროკურატურის მიერ 16 ოქტომბერს გამოქვეყნებულ აუდიო ჩანაწერს, რომელიც სავარაუდოდ, ასახავს ბრალდებული მირზა სუბელიანის და საქართველოს პარლამენტის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის საუბარს. პროკურატურის განცხადებით ჩანაწერი 6 ივლისსაა გაკეთებული.

ამომრჩევლის არჩევანი პლაკატების „ომში“

Radiotavisupleba.ge 

პრეზიდენტობის კანდიდატების პლაკატებსა და სხვა საარჩევნო-სააგიტაციო მასალებს ინფორმაციის მიღების წყაროდ არ მიიჩნევენ რადიო თავისუფლების მიერ ქუთაისში შემთხვევითი წესით გამოკითხული რესპონდენტები.

ათობით ავღანელი პოლიციელი დაიღუპა თალიბების მიერ მოწყობილი თავდასხმების შედეგად

Radiotavisupleba.ge 

ათობით ავღანელი სამართალდაცმველი და ჯარისკაცი დაიღუპა 16 ოქტომბერს თალიბების მიერ მოწყობილი ორი თავდასხმის შედეგად ქვეყნის ცენტრალურ და ჩრდილოეთ რეგიონებში. მოკლულთა შორისაა სამანგანის პროვინციის პოლიციის უფროსის მოადგილე. ოფიციალური წყაროების ცნობით, ჯამში დაიღუპა 20 და დაიჭრა 10 კაცი. ამ თავდასხმების ფონია მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები, რომლის ჩაშლაც ექსტრემისტების გაცხადებულ მიზანს წარმოადგენს. ავღანეთის ცენტრალურ დაიკუნდის პროვინციაში თალიბები თავს დაესხნენ არმიის საგუშაგოს, ერთსაათიანი... Читать дальше...

2.68 - ლარი კიდევ გაუფასურდა

Radiotavisupleba.ge 

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6855 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის ცნობით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6855 ლარი შეადგინა. დღეს ლარის კურსი იყო 2.6664 ლარი, შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0191 ლარი შეადგინა. ლარის კურსის ცვლილებას გამოეხმაურა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ კიკორია, რომელმაც განაცხადა, რომ „ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორები არ არისლარის კურსის რყევის საფუძველი“. მისივე შეფასებით, კურსის ვარდნა „მოლოდინებს უკავშირდება“... Читать дальше...

მირზა სუბელიანთან ციხეში სახალხო დამცველი მივიდა

Radiotavisupleba.ge 

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მირზა სუბელიანის მოსანახულებლად მივიდა. ომბუდსმენმა სუბელიანის ნახვა მას შემდეგ გადაწყვიტა,რაც პროკურატურამ 16 ოქტომბერს  გამოაქვეყნა სკანდალური აუდიოჩანაწერი. 16 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პატიმრობაში მყოფმა მირზა სუბელიანმა თავის მოკვლა სცადა, რაც სასჯელაღსრულების სამინისტრომაც დაადასტურა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში კი, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი და მესტიის მაჟორიტარი ვიქტორ ჯაფარიძე საუბრობენ. Читать дальше...

Transparency International: „განგაში საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების მომეტებული ნიშნებისა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლის გამო“

Radiotavisupleba.ge 

"დემოკრატიული მმართველობის ბოლოდროინდელი უკუსვლა უკიდურესად შემაშფოთებელია. უდიდესი სირცხვილი იქნება, თუკი საქართველოს პროგრესს კანონის უზენაესობის გაუმჯობესების მიმართულებით, ჩაანაცვლებს კლეპტოკრატია და კორუფციის დაუსჯელობა", - აცხადებს Transparency International-ის თავმჯდომარე, დელია ფერეირა რუბიო. Transparency International-ის ბერლინის სამდივნო ავრცელებს განცხადებას, რომლის სათაურია - „განგაში საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების მომეტებული ნიშნებისა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლის გამო“. განცხადებაში აღწერილია ამბავი... Читать дальше...

პრეზიდენტობის კანდიდატები კახეთში ამომრჩეველს ხვდებიან

Radiotavisupleba.ge 

საპრეზიდენტო კანდიდატები კახეთში მესამე სექტორის წარმომადგენლებს ხვდებიან.  ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის სურვილია, რომ რეგიონში პრეზიდენტობის ყველა კანდიდატი ჩამოიყვანოს და საზოგადოებაში არსებული შეკითხვები დაუსვას, თუმცა ასეთი შეთავაზება ჯერ მხოლოდ 2-მა კანდიდატმა მიიღო.

“ბნელი ძალის ორი პარტიის წარმომადგენლები საზღვარგარეთ გავიდნენ რაღაც ქარტიაზე ხელმოსაწერად, რომ არ გალანძღავდნენ ერთმანეთს, თუმცა თავს ვერ იკავებენ”

Marshalpress.ge (მარშალ) 

ერთი ბნელი ძალის ორი პარტიის წარმომადგენლები საზღვარგარეთ გავიდნენ, ხელი მოაწერეს რაღაც ქარტიაზე იმის ნიშნად, რომ არ გალანძღავდნენ ერთმანეთს, ერთი იდეოლოგიის მატარებლები არიან და თავს ვერ იკავებენ, ერთმანეთსაც ლანძღავენ, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა კასპში, ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს განაცხადა. შეხვედრაზე ინციდენტი მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი აქტივისტი შეეცადა, სალომე ზურაბიშვილისთვის სიტყვით გამოსვლა შეეწყვეტინებინა, სცენასთან […]

ვის აწყობს „სუბელიანის ჩანაწერი“ და ვის არ სჯერა მისი?

Radiotavisupleba.ge 

ისედაც ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას, რომელიც 14 ოქტომბერს გავრცელებულ, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანის ჩანაწერსა და სკანდალურ საქმეებს უკავშირდება, 16 ოქტომბერს ახალი კითხვები დაემატა.

ეკვადორმა მის საელჩოში მცხოვრები ჯულიან ასანჟი დაავალდებულა, დაიცვას მკაცრი განაწესი

Radiotavisupleba.ge 

ეკვადორმა „ვიკილიკსის“ დამაარსებელი ჯულიან ასანჟი, რომელიც ლონდონში ეკვადორის საელჩოში ცხოვრობს, დაავალდებულა, დაიცვას ყოველდღიური ყოფითი განაწესი, ასევე უარი თქვას პოლიტიკურ განცხადებებზე, რომლებმაც შესაძლოა ზიანი მოუტანოს ეკვადორის ინტერესებს ანდა სხვა სახელმწიფოების საშინაო საქმეებში ჩარევად შეიძლება გამოიყურებოდეს. ამის შესახებ „გარდიანი“ წერს ინტერნეტში გამოქვეყნებულ ნორმატივებზე დაყრდნობით. დოკუმენტის თანახმად, ასანჟმა და მისმა სტუმრებმა „სისუფთავე უნდა დაიცვან“ ტუალეტსა და სხვა სათავსოებში. Читать дальше...


Музыкальные новости
Джиган

Джиган собирается торговать пивом





Персональные новости
Владимир Путин

Путин с Собяниным приехали в Храм Христа Спасителя на Пасхальное богослужение





ძალაში შევიდა შეთანხმება ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის ადმინისტრაციული საზღვრის შესახებ

Radiotavisupleba.ge 

სამშაბათს, 16 ოქტომბერს, ძალაში შევიდა შეთანხმება ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის ადმინისტრაციული საზღვრის შესახებ. ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, მაგომედ დაუდოვმა ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საზღვრების ოფიციალური დადგენა ხელს შეუწყობს ორი რეგიონის შემდგომ ინტეგრაციას. 26 სექტემბერს ინგუშეთისა და ჩეჩნეთის ლიდერებმა, იუნუს-ბეკ ევკუროვმა და რამზან კადიროვმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ორ რეგიონს შორის ადმინისტრაციული საზღვრების გამყარების შესახებ. დოკუმენტი ითვალისწინებს ტერიტორიების გაცვლას. Читать дальше...

უგულავა: ზუგდიდში „ქართული ოცნება" 17-მა წევრმა დატოვა და „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდა

Radiotavisupleba.ge 

ზუგდიდში პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 17-მა ადამიანმა დატოვა და „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდა. ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო ბრიფინგზე მიაწოდა ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ. მან განცხადება ზუგდიდის ოფისში გააკეთა. უგულავასთან ერთად იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ 17 ყოფილი წევრიც. „ევროპული საქართველოს“ წევრის განმარტებით, მათი გადაწყვეტილების მიზეზი ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და მმართველი პარტიის მიერ არჩევნებზე... Читать дальше...

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საუდის არაბეთის მეფეს ესაუბრა ჟურნალისტის გაუჩინარების შესახებ

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საუდის არაბეთში შეხვდა ამ ქვეყნის მეფე სალმანს ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის გაუჩინარების შესახებ სასაუბროდ. ვარაუდობენ, რომ ხაშოგი, რომელიც კრიტიკულ სტატიებს წერდა საუდის არაბეთის ტახტის მემკვდირეზე, მოკლულია. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პომპეო რიადში გააგზავნა მას შემდეგ, რაც თვითონ ესაუბრა საუდის არაბეთის მეფეს ხაშოგის გაუჩინარების შესახებ. დისიდენტი ჟურნალისტის კვალი დაიკარგა მას შემდეგ, რაც ორი კვირის წინ წავიდა სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში. პომპეო... Читать дальше...

მირზა სუბელიანი: „ვიტყვი, მერე არკვიონ რა არის სიმართლე და რა ტყუილი...“

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოაქვეყნა 2018 წლის 6 ივლისით დათარიღებული აუდიომასალა, რომელიც სავარაუდოდ, ასახავს ბრალდებული მირზა სუბელიანის და საქართველოს პარლამენტის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის საუბარს. გთავაზობთ აუდიოჩანაწერის ტექსტურ ვერსიას, სტილი დაცულია. ვ.ჯ. - რას შვები...  მითხრეს, რომ კვებაზე გაქვს პრობლემები... რა ხდება ცუდი საჭმელია? მ.ს. - რა უნდა იყოს ციხის საჭმელი... ჩვეულებრივი ბალანდაა... აღარ შემიძლია, რაც მინდა არაფერი მოაქვთ, მიზღუდავენ ისედაც რა...  დაჩკებსაც ნორმალურად... Читать дальше...

გატაცებულ ლამბალოელ გოგოს ისევ ვერ პოულობენ

Radiotavisupleba.ge 

ამ დრომდე უცნობია ადგილსამყოფელი 17 წლის გოგონასი, რომელიც სოფელ ლამბალოდან 4 დღის წინ საკუთარი სახლიდან ძალის გამოყენებით გაათრიეს და გაიტაცეს.

პენიტენციურმა სამსახურმა დაადასტურა, რომ მირზა სუბელიანმა თვითმკვლელობა სცადა

Radiotavisupleba.ge 

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, „გუშინ საღამოს, 2018 წლის 15 ოქტომბერს, ბრალდებულ მირზა სუბელიანის მხრიდან ადგილი ჰქონდა სუიციდის მცდელობას, რაც დროულად იქნა აღკვეთილი სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ.“ პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში პატიმარს გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, ხოლო დღეს დილით მას კონსულტაცია გაუწიეს ფსიქოლოგმა და ფსიქიატრმა. „ბრალდებული იყო და არის სულიერად აღელვებული, მაგრამ იმყოფება სამედიცინო პერსონალის ზედამხედველობის... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Матч ЦСКА - "Рубин" завершился со счетом 2:2


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
ATP

После победы в Мадриде Рублев поднялся с 8-го на 6-е место в рейтинге ATP


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Жителей Москвы предупредили об аномально холодной погоде





Путин в России и мире
Москва

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о героях нашего времени


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Польский судья отказался от должности и попросил защиты у Лукашенко. Он обвинил Варшаву в нечестной политике




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Анастасия Волочкова

Балерина Волочкова заявила, что считала Кудрявцеву подругой до критики



Москва

Лучшая клиника Косметологии и стоматологии в Москве

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net