მთავარ პროკურორს მეც დაველაპარაკები – მომხრე ვარ, გამოძიება მაქსიმალური გამჭვირვალობით წარიმართოს – ბესელია
იმისთვის, რომ რამე არ დარჩეს ეჭვის დონეზე, გამოირიცხოს, არ დაგროვდეს კითხვები, ამ კითხვებისგან ჩვენც შინაგანად თავისუფალი ვიყოთ, მეც ვარ მომხრე, რომ ეს გამოძიება მაქსიმალური გამჭვირვალობით წარიმართოს და პარლამენტმა, თავისი კონტროლის მექანიზმი გამოიყენოს, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, როდესაც „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ აუდიოჩანაწერებს გამოეხმაურა. ეკა ბესელია თქმით, ჩანაწერების ნამდვილობა […]