Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Май
2019

„ქართული ოცნება“ და გაერთიანებული ოპოზიცია ერთმანეთს პროვოკაციაში ადანაშაულებენ

0
„ქართული ოცნების“ და გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატების, გიორგი შენგელიას და სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბები ერთმანეთს ადანაშაულებენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში მომხდარი დაპირისპირების გამო.


ინციდენტი 12 მაისს, საღამოს მოხდა. ჯიხაშკარში მცხოვრები ზარანდიების ოჯახსა და გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებს შორის მომხდარ დაპირისპირებას ორივე მხარე ერთმანეთის პროვოკაციად აფასებს.


„ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდში დაძაბულობის და დაპირისპირების კერების შექმნას ცდილობს. შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი ამბობს, რომ ჯიხაშკარში მყოფი ოპოზიცია „მიუვარდა“ ერთ-ერთ ოჯახს, რომელსაც არ უნდოდა სანდრა რულოვსის მიღება. ამ ყველაფერს, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, საბოლოოდ დაპირისპირება მოჰყვა. „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში ჟურნალისტებს უჩვენეს დაპირისპირების ვიდეოკადრები, სადაც ჩანან კუდ-ის ყოფილი უფროსი რუსლან შამახია და გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი აკაკი მინაშვილი.




"ჩვენ, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, არავის ვურტყამთ წიხლებს. არავის მივცემთ უფლებას, აქ შექმნას დაპირისპირების კერა. ნაციონალური მოძრაობა ცხადად ჩამორჩება და აგებს არჩევნებს,  ამიტომ, მათი მიზანია არეულობა" - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.


„ქართული ოცნების“ მიერ ნაჩვენებ ვიდეოჩანაწერს დამონტაჟებული უწოდეს სანდრა რულოვსის შტაბში, სადაც აცხადებენ, რომ მმართველი პარტიის მიერ გავრცელებული ვიდეოკადრები სრულ სურათს არ ასახავს. შტაბის წარმომადგენლის, აკაკი მინაშვილის თქმით, სოფელ ჯიხაშკარში ჩვეულებრივი საარჩევნო შეხვედრა ჰქონდათ კარდაკარის პრინციპით, რა დროსაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ძმები ზარანდიები "გამოვარდნენ" და დაიწყეს მათი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.




მინაშვილის განცხადებით, არსებობს დაუმონტაჟებელი კადრები, სადაც ეს ყველაფერი კარგად ჩანს. "ოცნებამ იცის, რომ წაგებული აქვს და პროვოკაციაზე გადმოდიან. არავინ არავისთან არ შეჭრილა. ისინი აყენებდნენ ფიზიკურ დაპირისპირებას ქალებსაც კი და მას მერე ჩავერიეთ. შამახია იქ სიტუაციის განტვირთვის მიზნით შევიდა", - თქვა აკაკი მინაშვილმა.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net