პაკისტანის პროვინცია ბელუჯისტანში თავდასხმა მოხდა სასტუმროზე
პაკისტანის სამხრეთში, ქალაქ გუადარში თავდასხმა მოხდა სასტუმროზე. მოკლულია სულ მცირე, ერთი პირი.
გავრცელებული ცნობით, სავარაუდოდ სამი თუ ოთხი პირი შეიჭრა სასტუმროში 11 მაისს და მსხვერპლი დაცვის თანამშრომელი უნდა იყოს.
ადგილზე მივიდა პაკისტანის უშიშროების სამსხურის რაზმი და Pearl Continental Hotel-ში მიმდინარეობს წმენდის ოპერაცია. სამსახურის წარომადგენელმა უთხრა ჟურნალისტებს, რომ სასტუმროს სტუმრები ევაკუირებული არიან, ტერორისტები უშიშროების ძალებმა მიიმწყვდიეს ბოლო სართულზე. მიმდინარეობს წმენდის ოპერაცია.
თავდასხმის პასუხისმგებლობა იკისრა ბელუჯისტანის განთავისუფლების არმიამ.