ბელორუსიის პრეზიდენტი: უზარმაზარია ზარალი რუსეთიდან „დრუჟბის“ გზით მიღებული დაბინძურებული ნავთობის გამო
ბელორუსის პრეზიდენტმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ უზარმაზარია ზარალი, რომელიც გამოიწვია რუსეთიდან, მილსადენ „დრუჟბის“ გზით მიღებულმა დაბინძურებულმა ნავთობმა.
ლუკაშენკას თქმით, ბელორუსი ექსპერტები მოელიან, რომ რუსეთი ზარალის კომპენსაციას გადაიხდის. სახელმწიფო სააგენტო ბელტასთან საუბარში ლუკანეშკამ თქვა, რომ ახლა ზარალს ვითვლით, უზარმაზარი ზარალი მიადგა მილსადენს, მის აღჭურვილობას ტუმბოების ჩათვლით, და ნავთობის გადამამუშავებელ ქარხნებს.
მისი თქმით, ექსპერტების ვარაუდით, ზარალი ასეულ მილიონობით დოლარს აღწევს და იმედი აქვს, რომ რუსეთი კამათს არ დაიწყებს ხარჯის თაობაზე.
რუსეთმა აპრილის ბოლოს შეაჩერა „დრუჟბის“ გზით გადატუმბვა დაბინძურებული ნედლი ნავთობის გამო. ამ მილსადენით გადააქვთ ნავთობი რუსეთიდან და ყაზახეთიდან ბელორუსიის გავლით პოლონეთში, გერმანიასა და სლოკავეთში.