ირაკლი კობახიძე – ახალი პროექტით საუკეთესოდ არის დაბალანსებული ის ინტერესები, რასაც ჰქვია სასამართლოს ეფექტიანი საქმიანობა და მოსამართლეების დამოუკიდებლობა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რეფორმის თითოეულ ასპექტთან დაკავშირებით, პოზიციების შეჯერებას და კონსენსუსის საფუძველზე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას შეძლებს. შესაბამისი განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ბორჯომში გააკეთა, სადაც მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით ხელისუფლების სამივე შტოს, დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მორიგ სამუშაო შეხვედრას მართავს. გასვლითი სამუშაო […]