იემენში ჰუთის მეამბოხეები სამ ნავსადგურის დატოვებენ და გზას გაუხსნიან ჰუმანიტარულ ტვირთს
გაეროს თანახმად, იემენის ჰუთის მეამბოხეები, რომლებსაც მხარს უჭერს ირანი, თანახმა არიან გადაიყვანონ თავიანთი ძალები წითელი ზღვის სამი ნავსადგურიდან11 მაისიდან ოთხი დღის განმავლობაში.
ამით შესაძლებელი გახდება, ჰუმანიტარული ტვირთი მიეწოდოს იემენში მილიონობით ადამიანს, რომლებსაც შიმშილობა ემუქრებათ.
ძალების გადაყვანის პირობით, ჰუთის მებრძოლები გავლენ წითელი ზღვის სამი ნავსადგურიდან, ჰოდეიდან, სალიფსა და რას ისადან, რომლებიც იემენის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს.
გაეროს ჯარების განთავსების საკოორდინაციო კომიტეტის თქმით, ეს პირობა „პირველი პრაქტიკული ნაბიჯია, რომელიც გადაიდგა სტოკჰოლმის შეთანხმების გაფორმების შემდეგ, შარშან დეკემბრიდან. ამ შეთანხმებით, იემენის მთავრობის მომხრე ძალებმა ასევე უნდა დატოვონ თავიანთი პოზიციები ჰოდეიდას შემოგარენიდან პირველი გადაადგილების წინ, სანამ მეორე ფაზა დაიწყებოდეს, როცა ორივე მხარემ უნდა გაიყვანოს ჯარი.
თუმცა გაეროს განცხადებაში არაფერია ნათქვამი მთავრობის მომხრე ჯარის ორმხრივ გაყვანაზე. მთავრობის მომხრე ძალებს დახმარებას უწევენ საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამირო. ამ კოალიციის ვარაუდით, ჰუტის მეამბოხეები ირანიდან იარაღის იღებენ ჰოდეიდას გზივ. ჰუთის მებრძოლები უარყოფენ ბრალდებას.
გაეროს კომიტეტის თავმჯდომარე, დანიელი გენერალ-ლეიტენანტი, მიხაელ ლოლესგაარდი ამბობს, რომ გაერო მეთვალყურეობას გაუწევს ჰუტის ძალების გადაადგილებას, და რომ ის უნდა ჩატარდეს „შეთანხმების მიხედვით, გამჭვირვალედ და მხარეების შეუფერხებელი მოქმედებით, რათა მთლიანად შეასრულონ ვალდებულება“.