Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Май
2019

რა მოჰყვა “ვირუსულ ვიდეოს” სადაც ჩანს როგორ ყრიან ნაგავს მტკვარში?

0
რა მოჰყვა “ვირუსულ ვიდეოს” სადაც ჩანს როგორ ყრიან ნაგავს მტკვარში?

ავტორები : ცირა გურგენიძე, ნინო ვართაპეტიანი

ბორჯომის ერთ-ერთ მკვიდრს მდინარის დაბინძურებისთვის  200-დან 300 ლარამდე ჯარიმა ემუქრება. რატომ გახდა მნიშვნელოვანი ამ პატარა ქალაქში მცხოვრები ერთი კერძო პირის წინააღმდეგ წამოწყებული ეს არც ისე მნიშვნელოვანი დავა?

8 მაისს, ბორჯომში მცხოვრებმა კიდევე ერთმა მოქალაქემ თამთა დაუნჯიშვილმა ფეისბუკში ატვირთა ვიდეო, რომელიც “ვირუსული” გახდა. მობილური ტელეფონით გადაღებულ მასალაზე ჩანს როგორ ყრის 2 მამაკაცი სამშენებლო ნაგავს ქუჩიდან პირდაპირ მტკვარში. ნაგავი ერთ-ერთი მშენებარე სახლის წინ აწყვია.

ამ ვიდეოს, რომელიც სოციალური ქსელით 200 ათასამდე ადამიანმა ნახა მოქალაქეთა აღშფოთებული კომენტარები მოყვა: “უნდა ამოიცნო ვინაა, მიხვიდე და სახლში სულ ტომრებით დაუყარო ქვიშა”; “მაგის იდენტიფიკაციას რა უნდა. დააჯარიმონ პატრონიც და მშენებელიც!” - ითხოვდნენ გაბრაზებული მოქალაქეები.

მშენებარე სახლის მეპატრონის ვინაობით სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი დაინტერესდა. მათ დაადგინეს, რომ შენობა მარინა წიქარიშვილს ეკუთვნის.

“ასე რატომ მოხდა მე თვითონაც მიკვირს. აქამდე იმდენი სამშენებლო ნარჩენი გაგვიტანია. მთელ ქუჩას ვხვეტავ ხოლმე. ჩემები არ იყვნენ. არ ვიცი, ვინ გადაყარა, იმ დროს ადგილზე არ ვიყავი. სავარაუდოდ, მანქანამ გაიარა, ტომრებმა ხელი შეუშალა და გადააყარეს. ყველანაირ სასჯელსმივიღებთ, თუ რამე გვეკუთვნის", - ამბობს მარინა წიქარიშვილი.

საცხოვრებელი სახლის მშენებლობა 1 წელია მიმდინარეობს,შენობა ბორჯომის ავტოსადგურის სიახლოვესაა და მტკვარს გადაჰყურებს. ნინომამასტარაშვილი, რომელსაც მშენებარე სახლის სიახლოვეს მაღაზია აქვს ამბობს, რომ ნაგვის მტკვარში გადაყრა ბორჯომში ჩვეულებრივი ამბავია: “ჩაუყევით ქუჩას და ნახეთ რამდენი სამშენებლო ნარჩენი ყრია. ეს არ ხდება ერთჯერადად და მე მგონი, ერთ ადამიანზე ჯოხის გადატეხვა არ არის სწორი. საღამოობით გარემოვაჭრეების ნარჩენები მთლიანად იყრება მტკვარში. აქეთ გაგლანძღავენ, შენიშვნა რომ მისცე. იზრუნოს მუნიციპალიტეტმა, რომ აღკვეთონ ასეთი ფაქტები“, - ამბობს ნინო მამასტარაშვილი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ფეისბუქზე გამოქვეყნებული ვიდეოსა და საქმის შესწავლით დაადგინა, რომ მტკვარში სამშენებლო ნარჩენებისახლის მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშამ გადაყარა, მეპატრონესთან შეუთანხმებლად.

ოქმის შედგენისას პასუხისმგებელ პირად მუშაა მითითებული. და თუ კი მოსამართლე ჯარიმის გადახდის გადაწყვეტილებას გამოიტანს, დიდი ალბათობით თანხის გადახდა სწორედ მას მოუწევს და არა შენობის მეპატრონეს. საქმეს ახალციხის რაიონული სასამართლო განიხილავს.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин поздравил православных христиан с Пасхой


Спорт в России и мире
Москва

Петербургский «Зенит» стал чемпионом Единой лиги ВТБ


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Андрей Рублёв

Российский теннисист Рублев вышел в финал турнира «Мастерс» в Мадриде


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

В России замечен доступный кроссовер по цене Lada Granta: что о нем известно?





Путин в России и мире
Москва

В Москве усилят ПВО и установят сверхмощные "глушилки" для дронов в день инаугурации Путина


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Русских заявил о субсидировании новых авиарейсов до Минска




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Бато Багдаев

Культура России: как прошёл конкурс бурятского языка для детей в Бурятии?



Москва

Ученые НИУ МЭИ создали инновационный метод производства водорода из газовых отходов

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net