"ეს ამოტრიალებული მანქანების კამპანია კარგია, მაგრამ განათლება გვინდა კიდევ"
საგზაო უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში ექსპერტები და ორგანიზაციები ცდილობენ იმ საკითხების წამოწევას, რაც არსებითად შეცვლიდა ვითარებას საქართველოში, სადაც 2018 წელს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად 459 ადამიანი დაიღუპა და 9047 დაშავდა.