„სექსუალური შევიწროება“ - ტერმინი, რომელიც კანონში გაჩნდება
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც სექსუალური შევიწროების ფაქტებს გამოავლენს და შესაბამის სანქციებს დააწესებს, პარლამენტში განსახილველად საგაზაფხულო სესიაზე შევა. ცვლილებათა პაკეტზე რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები.