რუსეთი საპასუხო ნაბიჯებზე ფიქრობს, თუკი აშშ დატოვებს შეიარაღების მნიშვნელოვან ხელშეკრულებას
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი შეხვდა თავის სამხედრო მრჩევლებს და განიხილა რუსეთის პასუხი აშშ-ის მუქარაზე, რომ ვაშინგტონი გავა შეიარაღების მნიშვნელოვანი ხელშეკრულებიდან, მოსკოვის მხრიდან დარღვევების გამო. 1987 წელს გაფორმებული, საშუალო და მცირე რადიუსის ბირთვული და კონვენციური რაკეტების შესახებ ხელშეკრულებიდან (INF) აშშ-ის გასვლა "ჩვენი მხრიდან უპასუხოდ არ დარჩებაო", უთხრა პუტინმა 19 ნოემბერს მოსკოვში შეკრებილ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს და დასძინა, რომ კრემლი მზადაა საკითხი ვაშინგტონთან განიხილოს. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გასულ თვეში გამოაცხადა, რომ აპირებს გამოვიდეს ამ ხელშეკრულებიდან, რადგან, გავრცელებული ცნობებით, მას რუსეთი არღვევს. ხელშეკრულება აშშ-სა და რუსეთს უკრძალავს ფლობდნენ, აწარმოებდნენ ან დისლოცირებას უწევდნენ ბალისტიკურ რაკეტებს რადიუსით 500-დან 5000 კილომეტრამდე. რუსეთი უარყოფს ბრალდებებს და ასევე ამბობს, რომ ამ ხელშეკრულებას არღვევს ევროპაში განთავსებული აშშ-ის სარაკეტო თავდაცვითი სისტემის ზოგიერთი ელემენტი, რასაც ვაშინგტონი უარყოფს..