თეიმურაზ გორჯესტანი: ჩემი მოვალეობაა დედაჩემთან ვიყო და დავიცვა
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შვილი თეიმურაზ გორჯესტანი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს ვიდეომიმართვას, რომელშიც ამბობს, რომ გადაწყვიტა ჩამოსულიყო საქართველოში და დაეცვა დედა, როგორც შვილს და როგორც ქართველს:
”როგორც იცით, გასულ კვირას მე დედაჩემმა და ჩემმა დამ სიცოცხლის მოსპობის მუქარა მივიღეთ. ამ მუქარის მიუხედავად და კიდევ უფრო ამ მუქარის გამო, გადავწყვიტე რომ ჩამოვსულიყავი თბილისში. იმიტომ რომ ეს არის ჩემი მოვალეობა, როგორც შვილის და როგორც ქართველი კაცის, რომ დედაჩემთან ვიყო და დედაჩემი დავიცვა. ეს არის ჩემი გაგება, თუ რა არის საქართველო. ჩემთვის საქართველო არის ქალის პატივისცემა და ვაჟკაცურად მოქცევა და ამის გამო არჩევნებამდე ვიქნები და არჩევნებამდე დავრჩები. იმიტომ რომ ეს არ არის ნორმალური არჩევანი, ეს არის ბრძოლა. ეს არის ბრძოლა, რომ ის საბჭოთა წარსული არ დაბრუნდეს. ეს არის ჩვენი ბრძოლა, რომ მომავალი, ევროპის მომავალი ავირჩიოთ და ჩვენ ერთად, თქვენთან ერთად, საქართველოს მოსახლეობასთან ერთად ვიქნებით და თავისუფლად ერთად დავიცავთ ჩვენს თავისუფლებას და საქართველო გაიმარჯვებს.“-ამბობს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ვაჟი თეიმურაზ გორჯესტანი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.