Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Ноябрь
2018

გენშტაბის უფროსი გმობს შეიარაღებული ძალების გამოყენებას პოლიტიკური მიზნებისთვის

0
გენშტაბის უფროსი გმობს შეიარაღებული ძალების გამოყენებას პოლიტიკური მიზნებისთვის

„ნებისმიერი მცდელობა - ჯარი ჩაითრიონ პოლიტიკურ პროცესში, არის სახიფათო და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება“, - წერია საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში.

„კამპანიაში ჩართულ ადამიანებს, ყოფილ სამხედროებს მინდა, მივმართო და მოვუწოდო, რომ შეიარაღებული ძალების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის ეწინააღმდეგება შეიარაღებული ძალების და მთლიანად ქვეყნის ინტერესებს. ნებისმიერი მცდელობა - ჯარი ჩაითრიონ პოლიტიკურ პროცესში, არის სახიფათო და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება.  შეიარაღებული ძალები, მის თითოეულ ჯარისკაცთან ერთად კვლავ გააგრძელებს მიუკერძოებლად ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვას”, - აცხადებს ვლადიმერ ჩაჩიბაია.

გენერალური შტაბის უფროსი საქართველოს შეიარაღებული ძალების სახელით ეხმაურება  მედიასაშუალებებში ყოფილი სამხედროების მიერ გაკეთებულ განცხადებებს და აღნიშნავს, რომ „საქართველოს შეიარაღებული ძალები არის პოლიტიკურად ნეიტრალური სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი, რომლის მთავარი მიზანია ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვა.“

„ეს ამოცანა გვავალდებულებს ვიყოთ ერთიანი, კონსოლიდირებული და მზად გამოწვევების გასამკლავებლად. შესაბამისად, ქართული ჯარი ეკუთვნის საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და შედგება საზოგადოების წარმომადგენლებისგან განურჩევლად მათი ეთნიკური, რელიგიური თუ პოლიტიკური შეხედულებებისა“, - წერია ვლადიმერ ჩაჩიბაიას მიერ შეიარაღებული ძალების სახელით გავრცელებულ განცხადებაში. ტექსტში აღნიშნულია, რომ დემოკრატიული პროცესის შესაბამისად, საქართველოს ყველა მოქალაქეს და მათ შორის - შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ეძლევათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ საპრეზიდენტო არჩევნებში და ამ გზით გამოხატონ თავიანთი პოზიცია.

ბოლო დღეებში მედიაში გავრცელდა ყოფილი სამხედრო მოსამსახურეებისა და პოლიციელების განცხადებები იმის თაობაზე, რომ ისინი კატეგორიულად გმობენ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის პოზიციას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით და დაუშვებლად მიიჩნევენ მის გაპრეზიდენტებას.

გენერალ-მაიორ ჩაჩიბაიას განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, 8 ნოემბერს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა მოსახლეობისადმი გენერალ დევი ჭანკოტაძის მიმართვას, რომელიც - სამინისტროს შეფასებით - „მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“ და „დამაზიანებელია“ საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის. სამინისტროს განცხადებაში არაფერია ნათქვამი ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნის განცხადების შინაარსზე. მანამდე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა, გენერალმა დევი ჭანკოტაძემ გააკეთა ვიდეომიმართვა, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამია, რომ საქართველოს ჯარს 2008 წელს არ დაუბომბავს მძინარე ცხინვალი, საქართველოს ჯარი საკუთარ სამშობლოს იცავდა.

„რამდენიმე კვირაში საქართველო აირჩევს საქართველოს ახალ პრეზიდენტს, ახალ სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდალს. ეს არ შეიძლება იყოს ის ადამიანი, რომელიც დაადანაშაულებს საქართველოს ომის დაწყებაში; ეს არ შეიძლება იყოს ის ადამიანი, ვის ბრალდების საფუძველზეც ჰააგის ტრიბუნალი და რუსი ოკუპანტი ცდილობს, ჩვენი ბიჭები გაასამართლოს, ჩვენი გმირები, ჩვენი ოფიცრები და ჯარისკაცები გაასამართლოს“, - აცხადებს გენერალი დევი ჭანკოტაძე მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 8 ნოემბერს გაკეთებულ მიმართვაში.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин: Уникальная спецтехника помогает бесперебойной работе метро Москвы


Спорт в России и мире
Москва

Волейболисты «Зенита-Казань» стали чемпионами России


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Даниил Медведев

Медведев обыграл Бублика и вышел в четвертьфинал "Мастерса" в Мадриде


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Институт СТЭИ при поддержке Комитета общественных связей и молодежной политики города Москвы реализует проект "Вода Москвы"





Путин в России и мире
Москва

Собянин: к 2030 году на долю Москвы придется 35–40% туристов в России


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

«Набей им морду, покажи им, что ты настоящий белорус». Лукашенко о поездке спортсменов на Олимпиаду




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Цинизм зашкалил: Елена Зеленская повеселилась в Киеве с герцогиней Эдинбургской


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Антонио Вивальди

«Вивальди. Времена Года. Шнитке. Кончерто Гроссо»: концерт в старинном соборе при поддержке Relax FM



Москва

Полезная Овсянка. Чем живёт сибирское село – родина Виктора Астафьева

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net