ევროპარლამენტში დაიწყო ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანმების შესრულების განხილვა
ევროპარლამენტში დაიწყო საქართველოსა და მოლდავეთის მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებების შესრულების საკითხის განხილვა. ლატვიის წარმომადგენელმა დეპუტატმა, ანდრეის მამიკინსმა საქართველოს შესახებ მოხსენების წარდგენისას აღნიშნა, რომ მოხსენება ასახავს ადამიანის უფლებების სტანდარტების მხრივ მდგომარეობის გაუმჯობესებას. ხოლო ევროკომისარ იოჰანეს ჰანის შეფასებით, მოხსენებაში ასახულია ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობის გააქტიურება. ჰანმა ახსენა ევროკომისიისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მოახლოებული შეხვედრა, რომელიც ბრიუსელში 21 ნოემბერს გაიმართება.