ევროპარლამენტის წევრი იარომირ შტეტინა: გვინდა საქართველოს უკეთესი მომავალი ჰქონდეს
ევროპარლამენტის ჩეხი დეპუტატის, იარომირ შტეტინას აზრით, საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს. გვინდა საქართველოს უკეთესი მომავალი ჰქონდესო, განაცხადა შტეტინამ. ის ერთ-ერთ ამოცანად მიიჩნევს შერჩევითი სამართლის წინააღმდეგ. მას კონკრეტული მაგალითები არ დაუსახელებია. შტეტინამ ახსენა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპატციის პრობლემაც. ევროპარლამენტში მიმდინარეობს საქართველოსა და მოლდავეთის მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებების შესრულების საკითხის განხილვა, რასაც 14 ნოემბერს უნდა მოჰყვეს კენჭისყრა ამ საკითხებზე მოხსენებების შესახებ.