ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებზე, ძირითადად, დადებითად აფასებენ საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების შესრულებას
ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებზე, რომლებიც საქართველოსთან და მოლდავეთთან ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებების შესრულებას ეხება, ამ დროისათვის ყველა გამომსვლელმა დაადასტურა მხარდაჭერა ასოცირების შეთანხმების მიმართ და, მთლიანობაში, შეაქო საქართველო გაწეული სამუშაოსათვის. გერმანიის წარმომადგენელმა, ჰელმუტ შოლცმა აღნიშნა, რომ საქართველოც და მოლდავეთიც დიდ იმედებს უკავშირებენ ევროკავშირს - აქვთ ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში მდგომარეობის გაუმჯობესების იმედი და რომ ევროკავშირი ჯერ-ჯერობით შორის არის ამ მიზნების მიღწევისაგან. ხოლო იტალიელმა ფაბიო მასიმო კასტალდომ შეშფოთება გამოთქვა საქართველოში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების ფაშიზმის მფარველობაში დადანაშაულების გამო, რაც მას გაუმართლებლად მიაჩნია.