კლეარ მუდი: საქართველო რეგიონის მოწინავე ქვეყანაა
ევროპარლამენტის წევრმა გაერთიანებულმა სამეფოდან, კლეარ მუდიმ 13 ნოემბრის დებატებში მონაწილეობისას შეაქო საქართველოში დომინანტური პროევროპული განწყობა და აღნიშნა, რომ ევროკავშირს მუდამ ძალიან მკაფიო პოზიცია უნდა ჰქონდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მხრივ. მან საქართველოს „უწოდა „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ მოწინავე ქვეყანა, რეგიონის „ვარსკვლავი“.