სამსახურიდან გათავისუფლება პოლიტიკური ელფერით
სოფელ ვეჯინის ბაგა-ბაღის მენეჯერი სამსახურიდან გაათავისუფლეს. თამარ სიბაშვილი მომხდარს არჩევნების პირველ ტურს უკავშირებს. ამბობს, რომ სოფელში გახსნილ ორივე საარჩევნო უბანზე სალომე ზურაბიშვილი დამარცხდა, არჩევნებიდან ორი დღის შემდეგ კი მოსთხოვეს განცხადება დაეწერა.