დაკარგული არასრულწლოვანი გოგონა ნაპოვნია
შსს-ს პრესსამსახურმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ორშაბათს დილით დაკარგული არასრულწლოვანი გოგონა იპოვნეს, "ჯანმრთელი და უვნებელი". სხვა გარემოებებს შსს არ ასახელებს. ინფორმაცია გოგონას დაკარგვის შესახებ 5 ნოემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა, რომლის თანახმად, თბილისის მე-4 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე, დილის ცხრის ნახევრისთვის გავიდა სახლიდან, თუმცა სკოლაში არ მისულა. ოჯახის წევრებმა ამის შესახებ შუადღეს შეიტყვეს.