ქართული დიპლომატია არაერთ გამარჯვებას მოუტანს ჩვენს სამშობლოს საერთაშორისო ასპარეზზე – გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დიპლომატიურ კორპუსს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს. „გულითადად ვულოცავ საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს პროფესიულ დღესასწაულს – დიპლომატის დღეს. ეს განსაკუთრებული თარიღია ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის და უშუალოდ უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. დღეს ჩვენი სამშობლო წარმოადგენს მნიშვნელოვანი ფუნქციით აღჭურვილ სახელმწიფოს, რომელსაც ღირსეულ როლს ასრულებს თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებსა და განვითარებაში. ამ წინსვლაში განსაკუთრებული წვლილი სწორედ ქართულ დიპლომატიას […]