რუსეთში დააპატიმრეს კოლეგის გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი სამი ყოფილი პოლიციელი
რუსეთის ქალაქ უფის სასამართლომ ორ-ორი თვით დააპატიმრა სამი ყოფილი პოლიციელი, რომლებსაც ბრალად ედებათ კოლეგის, გამომძიებელი ქალის გაუპატიურება სამუშაო ადგილზე. იტყობინებოდნენ, რომ სამივე პოლიციელი დაითხოვეს თანამდებობიდან. ბაშკირეთის დედაქალაქ უფის კიროვის რაიონის სასამართლომ დაადგინა, რომ უფის და კარმასკალის რაიონის პოლიციის უფროსები და მიგრაციის განყოფილების უფროსი წინასწარ პატიმრობაში მოათავსეს 31 დეკემბრამდე. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბაშკირეთში გამომძიებლებს აგზავნის ამ საქმეში გასარკვევად.