ბელარუს ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს, ანდრეი ალიაქსანდრავს წაუყენეს სამშობლოს ღალატის ბრალდება. ამის თაობაზე იტყობინება მისი ადვოკატი ანტონ გაშინსკი, რომლის თანახმად, ჟურნალისტს ემუქრება შვიდიდან 15 წლამდე პატიმრობა. მას არ დაუზუსტებია, თუ რა ბრალდება მას.
ადრე ალიაქსანდრავს წაუყენეს ბრალდება საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევის გამომწვევი ქმედების ორგანიზებაში ან მასში მონაწილეობაში.
ამ მუხლით პატიმრობა მაქსიმუმ, ექვს თვეს ითვალისწინებს.
ალიაქსანდრავი და მისი მეგობარი ქალი, აქტივისტი ირინა ზლობინა, 12 იანვარს დააკავეს. Читать дальше...