პოლიციამ დაასახელა ტორონტოელი თავდამსხმელის ვინაობა
კანადის პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი, რომელმაც ტორონტოში 2 ადამიანი მოკლა და 13 დაჭრა, ადგილობრივი მკვიდრი, 29 წლის ფაისალ ჰუსეინი იყო. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. ჰუსეინის ოჯახმა გაავრცელა მიმართვა, რომელშიც ნათქვამია, რომ სიტყვები არ ყოფნით, მაგრამ სურთ მათი შვილის საშინელი ნამოქმედარის გამო დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრონ და დაჭრილებს თანადგომა გამოუცხადონ. ნათესავების ინფორმაციით, ფაისალ ჰუსეინს ბავშვობიდან ჰქონდა ფსიქიკური აშლილობა, რომელიც მკურნალობას არ დაექვემდებარა. ტორონტოს ცენტრში... Читать дальше...
