საფრანგეთში კორონავირუსის 23 608 ახალი შემთხვევა გამოვლინდა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში
![საფრანგეთში კორონავირუსის 23 608 ახალი შემთხვევა გამოვლინდა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში](https://gdb.rferl.org/0DF72260-0ACE-4637-B4C6-E723D5673424_w800_h450.jpg)
საფრანგეთის ჯანმრთელობის სამინისტროს ინფორმაციით, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში გამოვლინდა კორონავირუსის დაინფიცირების 23 608 ახალი შემთხვევა, ხოლო 656 პაციენტი გარდაიცვალა. 200-ით მეტი, ვიდრე ორშაბათს იყო.
ამასთან 52-ით შემცირდა საფრანგეთის საავადმყოფოებში მყოფ ინფიცირებულთა რიცხვი. ქვეყნის მასშტაბით სტაციონარული მკურნალობის კურსს ამჟამად გადის კორონავირუსით დაავადებული 25 567 ადამიანი.
ჯონს ჰოკინსის უნივერსიტეტის ანგარიშის თანახმად, საფრანგეთი მე-6 ადგილზეა მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების მხრივ. პანდემიის განმავლობაში კორონავირუსით საფრანგეთში დაინფიცირდა 2,9 მილიონი ადამიანი.გარდაიცვალა 70 828 პაციენტი.