გამყრელიძე: healthmetrics-ის მონაცემებით, საქართველოში პირბადეს მოსახლეობის 55% იყენებს
„ჩვენი მიზანია 95%. დღეს საკოორდინაციო საბჭოზე აღინიშნა, რომ შესაძლოა, პირბადის გამოყენება ყველგან, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში, მანდატორული გახდეს. თუკი ჩვენ ავალთ 95%-ზე, ვნახავთ, რომ სერიოზულად დაიკლებს ინფიცირების მაჩვენებელი“.
ამირან გამყრელიძის თქმით, ბოლო პერიოდში, გაზრდილია პირბადის მოხმარების მაჩვენებელი.
