Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Октябрь
2020

Новости за 19.10.2020

კლინიკებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები ხმის მიცემას გადასატანი ყუთით შეძლებენ

Radiotavisupleba.ge 

საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, ასევე არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, შესაბამისი ვადების გათვალისწინებით, დროულად მიმართონ საარჩევნო ადმინისტრაციას, რაც უზრუნველყოფს მათ მონაწილეობას არჩევნებში. ცესკო-მ თითოეულ მუნიციპალიტეტში, საოლქო საარჩევნო კომისიების მოქმედების საზღვრებში უკვე შექმნა დღეის მდგომარეობით 127 სპეციალური საარჩევნო უბანი და გამოაცხადა კონკურსი სპეციალური უბნების დაკომპლექტების მიზნით. როგორც ცესკო აცხადებს, სწორედ, სპეციალური ჯგუფები უზრუნველყოფენ... Читать дальше...

იუველირმა მარინა ნაცვლიშვილმა დამთვალიერებლები საკუთარ ეზოში მიიწვია

News.ge 

იუველირმა, მარინა ნაცვლიშვილმა საგამოფენო სივრცე ეზოში შექმნა და დამთვალიერებლები მიიწვია: “ზაფხულის შრომის ნაყოფს შემოდგომაზე ვიმკით ხოლმე და მეც ჩემებური რთველი მაქვს. კვირას, 18 ოქტომბერს, 15:00-დან 21:00 საათამდე, გელით მცხეთაში, აგარაკზე, ჩემი იუველირული ნამუშევრების 2020 წლის შემოდგომის გამოფენა-გაყიდვაზე. აქ დაგხვდებათ მყუდრო, ლამაზი ეზო და გარემო, რომელშიც ყველაზე უკეთ აღიქმება ჩემი იუველირული ნამუშევრები. P.S. კოვიდრეალობიდან გამომდინარე ყველა ...

“საქართველოში კორონავირუსის პირველი ტალღა პრაქტიკულად, არ ყოფილა”

News.ge 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში „პრაქტიკულად პირველი ტალღა არ ყოფილა“. ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ იმნაძე განმარტავს, რატომ არ წესდება მასშტაბური შეზღუდვები დღეს, ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის ფონზე. როგორც ის აცხადებს, პანდემიის დასაწყისში საქართველო მოემზადა და „ქვეყანა სულ დაკეტილი ვერ იქნება“. „გაზაფხულზე ყველას გვახსოვს, რა ხდებოდა მსოფლიოში, რამდენი ადამიანი იღუპებოდა და რაც ...



მოსკოვში რამდენიმე კვირაში დაიწყებენ კორონავირუსის წინააღმდეგ მასობრივ ვაქცინაციას

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის დედაქალაქის მერი აცხადებს, რომ ქალაქში "დეკემბერ-იანვარში" დაიწყება მასობრივი ვაქცინაცია ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ, იმ ფონზე, როცა მოსკოვში კიდევ ორი საველე საავადმყოფო იხსნება პაციენტების მზარდ რაოდენობასთან გასამკლავებლად.  სერგეი სობიანინი ამ განცხადებით გამოვიდა 19 ოქტომბერს, თავის ვებსაიტზე. მას არ დაუკონკრეტებია როგორ განხორციელდება მასობრივი ვაქცინაცია ქალაქში.  რუსეთმა აგვისტოში შიდამოხმარებისთვის დაამტკიცა კორონავირუსის ვაქცინა Sputnik-V, რითიც ის პირველი ქვეყანა გახდა რომელმაც ეს ნაბიჯი გადადგა. Читать дальше...

უნგრელი სტუდენტები და ხელოვანები აპროტესტებენ მთავრობის მხრიდან კონტროლის დამყარებას ცნობილ კინოსკოლაზე

Radiotavisupleba.ge 

ბუდაპეშტში ასობით სტუდენტმა, პოპულარულმა პირმა და უნგრეთის თეატრისა და კინოხელოვნების უნივერსიტეტის (SZFE) პროფესორებმა მიიღეს მონაწილეობა ინოვაციის და ტექნოლოგიის სამინისტროს წინ გამართულ საპროტესტო აქციაში და მთავრობას მოუწოდეს მათ ინსტიტუტს დაუბრუნოს ავტონომია.  155 წლის უნივერსიტეტში მემარჯვენე პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიერ შემოღებულ მასშტაბურ ცვლილებებს მიჩნევენ მის მორიგ მცდელობად შეცვალოს უნგრეთის საჯარო ცხოვრება და ის კიდევ უფრო მეტად მიუსადაგოს თავის ნაციონალისტურ და კულტურულად კონსერვატიულ შეხედულებებს. Читать дальше...

“კლინიკებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის, დღევანდელი მონაცემებით, 127 სპეციალური საარჩევნო უბანი შეიქმნა”

News.ge 

საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების ყველა ჯგუფის  31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას სანიტარიულ-ჰიგიენური წესების სრული დაცვით. საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს ჰქონდეს შესაძლებლობა განახორციელოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო საარჩევნო გარემოში. სწორედ აღნიშნული უფლების რეალიზების მიზნით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, არჩევნებში... Читать дальше...

შეზღუდვები იხსნება თბილისის აეროპორტიდან 7 ავიარეისზე და ქუთაისიდან - 3-ზე

Radiotavisupleba.ge 

მთავრობის ახალი დადგენილებით, 1 ნოემბრიდან შეზღუდვა არ გავრცელდება დამატებით შვიდ პირდაპირ რეგულარულ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც შესრულდება თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორთსან. 19 ოქტომბერს მიღებული დადგენილების თანახმად, ეს რეისებია: დოჰა (ICAO-ის კოდი  OTHH); ვარშავა (ICAO-ის კოდი  EPWA); ათენი (ICAO-ის კოდი  LGAV); ამსტერდამი (ICAO-ს კოდი  EHAM); ვენა (ICAO-ის კოდი  LOWW); ბერლინი (ICAO-ის კოდი  EDDB); მილანი (ICAO-ის კოდი  LIME). რაც შეეხება ქუთაისის... Читать дальше...



Грузинская спортивная журналистика осиротела – патриарх не дожил до 100 лет

ИА «Новости-Грузия» 

Легенда советской спортивной журналистики Гарун Акопов ушел из жизни, но оставил после себя настоящее энциклопедическое наследие в виде огромного количества материалов о спорте

ზურაბ გურული: ისინი ისევ თქვენი ექიმები არიან და ახლა განსაკუთრებით სჭირდებათ თანადგომა

News.ge 

მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური პროფესორი, ზურაბ გურული სოციალური ქსელით თანამემამულეებს მიმართავს: “პატივცემულო თანამემამულენო, ნუ გაიმეტებთ იმ ექიმებს სალანძღავად, ვისი ღირსების დასაცავად სულ რამდენიმე თვის წინ ყელს გამოღადრავდით ნებისმიერ უცხოელს. ისინი ისევ თქვენი ექიმები არიან და ახლა განსაკუთრებით სჭირდებათ თანადგომა. ნუ მიეცემით პანიკას. აბსოლუტური უმრავლესობა ამ დაავადებას გადაიტანს მხოლოდ მაღალი ...

თენგიზ ცერცვაძე: კოვიდის სპეციფიკური მკურნალობა ბინაზე არ ტარდება

News.ge 

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მუშავდება ახალი მეთოდი, რომლის თანახმადაც სახლში მყოფ პაციენტებს თრომბოემბოლიური გართულების თავიდან აცილების მიზნით გამოკვლევა-სისხლის საერთო ანალიზი და დედიმერი ჩაუტარდებათ. როგორც თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, აღნიშნული გამოკვლევა თრომბოემბოლიური გართულების რისკებს აჩვენებს. „ ბინაზე მკურნალობაზე ნაწილდებიან ის პაციენტები, რომლებიც არიან უსიმპტომოები ან შესაძლოა, ძალიან მცირე... Читать дальше...

შიდა ქართლში გაიხსნება ახალი COVID-ცენტრები

Radiotavisupleba.ge 

„გორმედის" კლინიკების ქსელში ცვლილებებია. კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, „გორმედის“ დამოუკიდებელ კორპუსში ახალი, 35 საწოლზე გათვლილი  COVID-კლინიკა ყალიბდება, ხაშურში კი - 90-საწოლიანი კლინიკა მთლიანად COVID-ცენტრად გარდაიქმნება. ამის თაობაზე განცხადებას ქსელის მთავარი ხელმძღვანელი გია სვანაძე ავრცელებს. მისი თქმით, ხაშურის კლინიკური საავადმყოფო არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მთელი საქართველოდან მიიღებს პაციენტებს. „ცალკე, დამოუკიდებელ კორპუსში უკვე ყალიბდება 35 საწოლზე გათვლილი COVID-ის კლინიკა მძიმე შემთხვევებისთვის... Читать дальше...

სოფელ გამარჯვებაში დაიხურა სკოლა და ბაგა-ბაღები

Radiotavisupleba.ge 

კორონავირუსის გავრცელების გამო, სამი ბაგა-ბაღი და ერთ სკოლა დროებით დაიხურა 19 ოქტომბერს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში, რომელიც რუსთავიდან 10 კილომეტრში მდებარეობს. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან რადიო თავისუფლებას აცნობეს, რომ COVID - 19-ით დაავადდნენ, ბავშვები, პედაგოგები და აღმზრდელები. მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში გარდაბნის მუნიციპალიტეტში COVID - 19-ით დაავადების 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, ბოლო ერთ კვირაში ქალაქ გარდაბანსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში... Читать дальше...

წყალბურთის კლუბი „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს

Radiotavisupleba.ge 

თბილისის წყალბურთის კლუბმა „დინამომ“ 2021 წლის ჩემპიონთა ლიგაზე მეტოქეთა ვინაობა შეიტყო. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი იმ ათ კლუბს შორისაა, რომლებიც საქმეში პირდაპირ ჯგუფური ეტაპიდან ჩაებმებიან. იქამდე კი ჩემპიონთა თასის საკვალიფიკაციო რაუნდის შეხვედრები უნდა გაიმართოს, ჯგუფური ეტაპის დარჩენილი ორი საგზურის გასათამაშებლად. დღეს, რომში ჩემპიონთა ლიგის წილისყრა შედგა და „დინამო“ B ჯგუფში მოხვდა, "ბარსელონეტასთან" (ესპანეთი), "ჰანოვერთან" (გერმანია), "ბუდაპეშტთან" (უნგრეთი) და „იადრანთან" (მონტენეგრო) ერთად. Читать дальше...

როგორ იმოქმედებს Covid-19 ამომრჩეველთა ნებაზე

Radiotavisupleba.ge 

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის და არჩევნების თარიღის მოახლოების პარალელურად მიმდინარეობს მსჯელობა არჩევნების შესაძლო გადადების შესახებ - ამომრჩეველთა ნაწილი ფიქრობს, რომ საარჩევნო უბანზე მისვლა შესაძლოა რისკთან იყოს დაკავშირებული.

ლევან რატიანის ახალი სლოგანი: „დავუტოვოთ საწოლი იმას, ვისაც სჭირდება მკურნალობა!“

Radiotavisupleba.ge 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ საზოგადოებას კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის განკუთვნილი ახალი სლოგანი გააცნო. „ინფექციის გავრცელება COVID-თან მიმართებით, არ ნიშნავს, რომ ყველა ჩვენგანი ვართ დაავადებული. როცა ვართ ინფიცირებული, ეს არ ნიშნავს, რომ ყველას გვჭირდება ჰოსპიტალიზაცია. ამიტომ, ერთი სლოგანი უნდა შემოვიღოთ ყველამ: დავუტოვოთ საწოლი იმას, ვისაც სჭირდება მკურნალობა!“ - თქვა ლევან რატიანმა. როგორც კლინიცისტი აღნიშნავს... Читать дальше...

ბრალდებები "ოცნებიდან" - როდის იკრძალება პარტია

Radiotavisupleba.ge 

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მთავარი ოპოზიციური ძალის - „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმების საჭიროებაზე ლაპარაკობენ. „კარტოგრაფების საქმის“ ფონზე ეს საკითხი თავდაპირველად „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წამოჭრა. მსგავს აქცენტებს სვამენ მმართველი პარტიის სხვა წარმომადგენლებიც. როგორ გამოიყურება ასეთი რიტორიკა საპარლამენტო არჩევნების წინ და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ჭრილში? რის საფუძველზე ხდება პოლიტიკური პარტიის გაუქმება? რას ამბობს კონსტიტუცია... Читать дальше...

თენგიზ ცერცვაძე: განიხილება​ უსიმპტომო პაციენტებისთვის თრომბოემბოლიური კვლევების ჩატარება

Radiotavisupleba.ge 

კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ მთავრობასთან შეხვედრაზე სახლში დატოვებული, უსიმპტომო პაციენტებისთვის ანალიზების ჩატარების საკითხზე იმსჯელეს. ცერცვაძემ ბრიფინგზე თქვა, რომ შესაძლოა ყველა მათგანს სისხლის საერთო ანალიზი და თრომბოემბოლიური კვლევა ჩაუტარონ. "იყო ერთი-ორი სიგნალი სახლში დატოვებული პაციენტებიდან და ეს სიგნალები რომ არ გახდეს ხშირი და ისეთი, როგორიც უცხოეთში ხდება, რომ უსიმპტომო პაციენტებს შორისაც დიდია დანაკარგი, დღეს მიღებული იქნა გადაწყვეტილება, მუშავდება... Читать дальше...


Музыкальные новости
Коммерсантъ

Похищенный кредит пересчитали в сроки // Вынесен приговор группировке ритейлеров





Персональные новости
Алексей Сёмин

Чем интересен EVOLUTE i-SPACE? Почему его стоит купить рядовому потребителю





ცერცვაძის თქმით, საარჩევნო უბნებზე ისეთი ზომებია მიღებული, რომ იქ არავინ დაინფიცირდება

Radiotavisupleba.ge 

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი, კორონავირუსის კლინიკური მართვის ჯგუფის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ არჩევნები ზრდის კორონავირუსით დაინფიცირების რისკს, მაგრამ ეს არ ეხება საარჩევნო უბანს. „საარჩევნო კამპანია არის ძალიან აქტიურ სტადიაში. საარჩევნო კამპანია, მათ შორის, მოიცავს ხალხმრავალი შეკრებების საჭიროებას. ამის მაგალითი გვქონდა რამდენიმე დღის წინ ბათუმში, სადაც ხალხმრავალი შეკრება გაიმართა ისე, რომ არ იყო მიღებული ელემენტარული ზომები. რა იქნებოდა, ზუსტად ისეთი შეხვედრა გამართულიყო... Читать дальше...

თენგიზ ცერცვაძის თქმით, მთავრობა ახლა უკეთ მართავს პანდემიას, ვიდრე გაზაფხულზე

Radiotavisupleba.ge 

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მთავრობა ახლა უკეთ უმკლავდება კორონაპანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, ვიდრე დასაწყისში. ეს განცხადება თენგიზ ცერცვაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში კლინიკური და რეანიმატოლოგთა ჯგუფის წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. ამით მან კრიტიკოსთა მოსაზრებას უპასუხა, რომ გაზრდილი ინფიცირების და კლინიკებში მიმართვიანობის ფონზე, ჯანდაცვის სისტემას პაციენტთა მართვა უჭირს. თენზიც ცერცვაძის თქმით, რამდენიმე... Читать дальше...

ბელარუსში გრძელდება აქციები ლუკაშენკას გადადგომის მოთხოვნით

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ პატიმრობაში რჩება იმ 300-მდე მოქალაქის უმრავლესობა, რომლებიც შაბათ-კვირას დააკავეს პროდემოკრატიულ აქციებზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ვოლჰა ჩემოდანოვამ 19 ოქტომბერს განაცხადა, რომ პოლიციამ 280 პირი დააკავა მასობრივი აქციების კანონის დარღვევისთვის, მათგან 215 - დედაქალაქ მინსკში. დაკავებულთაგან 237 პირი პატიმრობაში რჩება სასამართლო განხილვამდე, - წერს ჩემოდანოვა ტელეგრამის არხზე. მინსკსა და ბელარუსის სხვა ქალაქებში ათიათასობით მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა დემონსტრაციებში... Читать дальше...

მამუკა ხაზარაძე: კოვიდი ხელს ვერ მიშლის, ჩართული ვიყო საარჩევნო აქტივობაში

Radiotavisupleba.ge 

"ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ კორონავირუსის დადასტურების მიუხედავად, ის კვლავ გააგრძელებს საარჩევნო კამპანიას, უკვე დისტანციურად. ხაზარაძე მოქალაქეებს "ფეისბუკით" მიმართავს. "საარჩევნო პროცესი რთული სამართავია, თუმცა არაერთხელ მითქვამს, რომ "ლელო" ერთი ლიდერის პარტია არასდროს ყოფილა, ჩემი ამოცანა ყოველთვის იყო ძლიერი ადამიანების გუნდთან ერთად მუშაობა და დღეს სწორედ ასეთი ძლიერი ლიდერებისგან შემდგარი გუნდია ჩვენი პარტია. სწორედ ამიტომ, ჩვენი კამპანია ერთი წამითაც არ შეჩერებულა!" - წერს ხაზარაძე. Читать дальше...

ნინო ლომჯარია: მოსახლეობისთვის არ არის ნათელი კორონავირუსის ბინაზე მკურნალობის წესები

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია კოვიდინფიცირებულების პრეტენზიების საფუძველზე აცხადებს, რომ მოსახლეობისთვის არ არის ნათელი ინფიცირების შემთხვევაში ბინაზე მკურნალობის წესები. ომბუდსმენი მთავრობასა და შესაბამის უწყებებს რეკომენდაციებით მიმართავს. მოსახლეობას განუმარტონ, კოვიდით დაინფიცირების დროს როგორ ხდება ბინაზე მკურნალობა. უფრო ზუსტად, ვის და რა ვადაში ევალება დაუკავშირდეს პაციენტს; როგორი ფორმით და სიხშირით განხორციელდება პაციენტებზე ზედამხედველობა შესაბამისი სამედიცინო პერსონალის... Читать дальше...

მოსახლეობას განუმარტეთ, კოვიდით დაინფიცირების დროს, როგორ ხდება ბინაზე მკურნალობა

News.ge 

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით,მოსახლეობისთვის კორონავირუსის ბინაზე მკურნალობის წესები ნათელი არ არის. ამის შესახებ სახალხო დამცველი სოციალურ ქსელში წერს. ნინო ლომჯარია მთავრობას და შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, უმოკლეს ვადებში განმარტონ აღნიშნული წესები და გასცენ პირველადი სამედიცინო რჩევები, რითიც ინფიცირებულმა უნდა იხელმძღვანელოს. „აშკარაა, მოსახლეობისთვის არ არის ნათელი ინფიცირების შემთხვევაში ბინაზე მკურნალობის წესები. არაერთი ინფიცირებული პირი აცხადებს, ...

Спорт в России и мире
Москва

Депутат Московской областной Думы провела осмотр ФОКа в Волоколамске


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Новак Джокович

Кто отец Дианы Джокович?


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Цветение березы началось в столице





Путин в России и мире
Москва

Строители мостов и дорог удостоены государственных наград


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко пообещал потенциальным агрессорам ответ всеми видами оружия




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Захарова: встречи по продвижению "формулы Зеленского" дают Киеву чувство вседозволенности


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Сергей Шнуров

Певица Кормухина упрекнула Шнурова в цинизме и отсутствии интеллекта



Москва

Арбитр Казарцев в дерби ЦСКА – «Спартак» мог показать карточку не тому игроку

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net