123ru.net
World News in Georgian
Октябрь
2020

Новости за 16.10.2020

თბილისში დააჯარიმეს სამი ბარი, სადაც „გირჩი"-ს განცხადებით, ამომრჩევლებს ხვდებოდნენ

Radiotavisupleba.ge 

22:00 საათის შემდეგ თბილისში გასართობი დაწესებულებების მუშაობის აკრძალვის დადგენილების ფარგლებში, თბილისში მდებარე სამი ბარი 10 000 ლარით დააჯარიმეს. ესენია: „სახელოსნო ბარი“, „ფელერს ბარი“ და Chacha Time. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა „გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ. „ამ წუთებში ჩვენს შტაბში შევარდნილი არიან თქვენი უწყების ფორმაში გამოწყობილი ხალხი და ხელს უშლიან გირჩის აქტივისტებს აგიტაციის ჩატარებაში. იქნებ დაუყოვნებლივ გაარკვიოთ ვინ არიან ეს ხალხი? თუ თქვენი უწყების თანამშრომლები არიან... Читать дальше...

გია ხუხაშვილი: ხელისუფალი, რომელიც ასეთ კონდიციამდე მიდის, სახიფათოა სახელმწიფოსთვის

News.ge 

ექსპერტი გია ხუხაშვილი დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს: “პრობლემა იმაში კი არ არის, რომ ღარიბაშვილი იტყუება, ან თამაშობს. პრობლემა იმაშია, რომ მას მართლა სჯერა იმ შეთქმულების თეორიის, რომელსაც ასეთი აგრესიით ავითარებს. ხელისუფალი, რომელიც ასეთ კონდიციამდე მიდის, სახიფათოა სახელმწიფოსთვის, ჯარისთვის, გარემოცვისთვის და საკუთარი თავისთვისაც”, – წერს გია ხუხაშვილი. “საქმე გვაქვს სახელმწიფოს ღალატთან, უდიდეს დანაშაულთან, რასაც ...

ბათუმში მოსახლეობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები შეხვდენენ და სიტყვით მიმართეს

News.ge 

ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები ქუჩებში მსვლელობას მოაწყვეს და ბულვარში კოლონადებთან აქცია გამართეს. როგორც პარტიაში განაცხადეს, ეს არის წინასაარჩევნო შეხვედრა მათ ამომრჩეველთან, რათა ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა წარუდგინონ. ბათუმში მოსახლეობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები შეხვდენენ და სიტყვით მიმართეს. დღევანდელ ღონისძიებას აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე ვერ დაესწრება. მან განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა. „ბოდიში მინდა მოგიხადოთ, ...



კალაძე: … როცა ერთი მიტინგის დროსაც კი ეს „ფეხებზე ჰკიდიათ”?

News.ge 

როგორ იქნება რომელიმე პოლიტიკური დაჯგუფება პასუხისმგებელი მთელ ქვეყანაზე, როცა ერთი მიტინგის დროსაც კი ეს „ფეხებზე ჰკიდიათ”?- ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების შეკრების ფაქტს საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე. როგორც კალაძე აცხადებს, ქვეყანას ორი ვირუსი აქვს დასაძლევი. „პანდემიის პირობებში პოლიტიკური პასუხისმგებლობა სოციალური პასუხისმგებლობის გარეშე არ არსებობს. ამ რეალობაში ვართ და ესაა ფაქტი. როგორ იქნება რომელიმე ...

მდინარაძე: მორიგ ჯერზე ამტკიცებენ, რომ „ნაცები“ ვირუსის მხარეს დგანან!

News.ge 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების შეკრებას ეხმაურება. მამუკა მდინარაძე აღნიშნულ ხალხმრავალ შეკრებას „ბოროტებისა და მავნებლობის კიდევ ერთ გამოვლინებად“ აფასებს. „ბოროტებისა და მავნებლობის კიდევ ერთი გამოვლინება. მორიგ ჯერზე ამტკიცებენ, რომ „ნაცები“ ვირუსის მხარეს დგანან!“- წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმში მხარდამჭერებთან შეხვედრა გამართა, სადაც აჭარის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები წარადგინა.

“პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება კორონავირუსს “

News.ge 

პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება კორონავირუსს და შემიძლია მიგაგზავნოთ კორონავირუსთან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, თუ ვის ეკისრება ბათუმში, პარტიის მხარდამჭერების შეკრების პასუხისმგებლობა. შეკითხვაზე, უნდა ყოფილიყო თუ არა რეგულაციები დაცული, ვაშაძემ განაცხადა, რომ რეგულაციები დაცული უნდა ყოფილიყო, თუმცა შეკრებაზე ბევრი ხალხი მივიდა. „სამწუხაროდ, ვართ კორონავირუსში და წინასაარჩევნო კამპანიაში. წინასაარჩევნო კამპანია რომ შევწყვიტოთ... Читать дальше...

პანდემიის დროს "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბათუმში ხალხმრავალი აქცია გამართა

Radiotavisupleba.ge 

დღეს, 16 ოქტომბერს, როცა აჭარა "წითელი ზონაა" და კორონავირუსი 342 ადამიანს დაუდასტურდა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" "ძალა ერთობაშიასთან" ერთად ხალხმრავალი აქცია გამართა. აქციის მონაწილეების უმრავლესობას პირბადე არ ეკეთა, არ იყო დაცული სოციალური დისტანციაც. ხახლმრავალი აქციის მიზანი აჭარის მაჟორიტარობის კანდიდატების საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ გაცნობა იყო. აქციაზე ვერ მივიდა ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი, ლევან ვარშალომიძე. მას მამა დღეს კორნავირუსით გარდაეცვალა. კორონავირუსის პანდემიის პირობებში... Читать дальше...

ნატოს თემა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში

Radiotavisupleba.ge 

ერთი წლის წინ, როდესაც აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა ნატოში ჩრდილოეთ მაკედონიის ახალ წევრად მიღებას, იმხანად დემოკრატების პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატი, ჯო ბაიდენი, ამ გადაწყვეტილებას ტვიტერით მიესალმა.



პარიზში პოლიციამ მოკლა პირი, რომელიც მასწავლებლისთვის ყელის გამოჭრაშია ეჭვმიტანილი

Radiotavisupleba.ge 

საფრანგეთის პოლიციის ცნობით, მისმა თანამშრომლებმა დაცხრილეს პირი, რომელსაც, მათი აზრით, მოკლა ქუჩაში საშუალო სკოლის მასწავლებელი, ყელი გამოჭრა მას, პარიზის გარეუბანში, 16 ოქტომბერს. პოლიციაში წყარო იტყობინება, რომ მასწავლებელმა ბავშვებს უჩვენა წინასწარმეტყველ მოჰამედის კარიკატურა, რასაც ზოგიერთი მაჰმადიანი მკრეხელობად მიიჩნევს. საფრანგეთის ტერორიზმთან ბრძოლის პროკურატურის თანახმად, თავდასხმას იძიებენ. ცნობაში ეწერა, რომ პარიზის გარეუბან კონფლან-სენ-ონორინში დაზარალებულს თავი მოკვეთეს. თუმცა პოლიციამ ეს ცნობა არ დაადასტურა. Читать дальше...

ომამდე და ომის შემდეგ — ცხოვრება სტეფანაკერტში, ბომბების ქვეშ

Radiotavisupleba.ge 

ეთნიკურად სომეხი ანი მინასიანი არცახის* არაღიარებული რესპუბლიკის დედაქალაქში, სტეფანაკერტში ცხოვრობს. 27 სექტემბრის შემდეგ, ანი, სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის, მწვავე შეიარაღებული დაპირისპირების ეპიცენტრშია. 25 წლის მინასიანი რადიო თავისუფლებას უყვება, როგორია ცხოვრება ქალაქში ბომბების ქვეშ. ახლა მეგობრის სახლში ვარ, რადგან აქ უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ჩემთან. ცეცხლის შეწყვეტაზე სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების შეთანხმების შემდეგ, სიტუაცია სტეფანაკერტში უკეთესია, ამ წუთას სიმშვიდეა, სარდაფებში არ ვართ. Читать дальше...

„ქართულ ოცნებაში" უპასუხეს „ევროპული საქართველოს" გორის ორგანიზაციას

Radiotavisupleba.ge 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანში მომხდარი ინციდენტის შესახებ „ქართული ოცნების" შტაბში ილაპარაკეს. შტაბის უფროსის, მიხეილ გოგინაშვილის თქმით, „ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები ადგილობრივებს იარაღით დაემუქრნენ. „ეს ფაქტი იყო „ევროპული საქართველოს" მიერ ინიცირებული. ახალუბანში მათ „ქართული ოცნების" პლაკატების ჩამოხევა და საკუთარი პლაკატების გაკვრა სცადეს, რაც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გააპროტესტეს. შედეგად ევროპული საქართველოს ერთ-ერთი წარმომადგენელი ცეცხლსასროლი იარაღით დაემუქრა ადგილობრივს", - აცხადებს მიხეილ გოგინაშვილი. Читать дальше...

ახლა ყველაფერი თევზზეა დამოკიდებული

Radiotavisupleba.ge 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მიერ დაპირებული ვადა, რომელშიც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებისთვის უნდა მიეღწიათ დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს, ამოიწურა. ეს ნიშნავს, რომ უახლოესი კვირების განმავლობაში მოლაპარაკებები უფრო ინტენსიური გახდება ლონდონში და ბრიუსელში. ყველაფერი შეიძლება დამოკიდებული იყოს აზრთა სხვადასხვაობაზე იმ დარგის შესახებ, რომელიც ბრიტანეთის საერთო შიდა პროდუქტის 0,1%-ს შეადგენს და რომელშიც 12 ათასი ბრიტანელი მოქალაქეც კი არაა დასაქმებული. საქმე ეხება თევზჭერის ემოციურ და დამუხტულ პოლიტიკას. Читать дальше...

ახალი თავდასხმები და ურთიერთბრალდება კიდევ უფრო ასუსტებს იმედს, რომ მთიანი ყარაბაღის გამო საბრძოლო მოქმედებები შეწყდება

Radiotavisupleba.ge 

16 ოქტომბერს აზერბაიჯანის სეპარატისტული რეგიონის, მთიანი ყარაბაღის გარშემო იტყობინებიან, რომ ახალი შეტაკებები მოხდა, რაც იმის ნიშანია, რომ განახლებული  კონფლიქტის დასრულება, რომელსაც ასობით ადამიანი შეეწირა, გამოწვევების წინაშეა, მიუხედავად იმისა, რომ 10 ოქტომბერს რუსეთის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგა. ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს ახალი შეტაკებების დაწყებაში. ორივე მხარე ამტკიცებს, რომ წარმატებას მიაღწიეს საბრძოლო მოქმედებებში. არსებობს შიში, რომ  გაგრძელებულ დაპირისპირებაში შეიძლება ჩაერთონ თურქეთი... Читать дальше...

ვირუსის ინფექცია მძვინვარებს ევროპაში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ რემდესივირის ეფექტიანობას „ცივი წყალი გადაასხა“

Radiotavisupleba.ge 

კორონავირუსის ინფექცია კვლავაც მძვინვარებს ევროპაში და გაძლიერდა შეერთებულ შტატებში, მსოფლიოში ამ ვირუსით ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყანაში, რადგან როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი რემდესივირი ბევრს ვერაფერს ხდება კოვიდ-19-ით  სიკვდილიანობის შემთხვევების თავიდან აცილების საქმეში. მილიონობით ფრანგი მოუთმენლად ელოდა  თავისუფლების ბოლო ღამეს 16 ოქტომბერს, პარიზსა და სხვა დიდ ქალაქებში კომენდანტის საათის გამოცხადებამდე, რომელიც სულ მცირე, ერთ თვეს მაინც... Читать дальше...

„კარტოგრაფების საქმე“: აცდენები გამოკითხვის ოქმებსა და ზეპირ მონაყოლში

Radiotavisupleba.ge 

„კარტოგრაფების საქმეში“ ბრალდების მხარეს მდგომი პირების ჩვენებები და ინტერვიუები ურთიერთგამომრიცხავ ფორმულირებებსა და დეტალებს შეიცავს. ერთსა და იმავე ეპიზოდებს სხვადასხვანაირად ჰყვებიან ყოფილი პრემიერი და ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი, ამავე უწყების მაღალჩინოსანი - ნოდარ ხორბალაძე, კრიზისების საბჭოს ყოფილი თანამშრომელი გიორგი სვანაძე თუ ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, რომელმაც ყველაზე სადავო და ხმაურიანი რუკა რუსეთში მოიპოვა. დავალება, დაკვეთა, თხოვნა - ვისგან? თავდაცვის მინისტრის მონათხრობის თანახმად... Читать дальше...

„კარტოგრაფების საქმე“: აცდენები გამოკითხვის ოქმებში და ზეპირ მონაყოლში

Radiotavisupleba.ge 

„კარტოგრაფების საქმეში“ ბრალდების მხარეს მდგომი პირების ჩვენებები და ინტერვიუები ურთიერთგამომრიცხავ ფორმულირებებსა და დეტალებს შეიცავს. ერთსა და იმავე ეპიზოდებს სხვადასხვანაირად ჰყვებიან ყოფილი პრემიერი და ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი, ამავე უწყების მაღალჩინოსანი - ნოდარ ხორბალაძე, კრიზისების საბჭოს ყოფილი თანამშრომელი გიორგი სვანაძე თუ ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, რომელმაც ყველაზე სადავო და ხმაურიანი რუკა რუსეთში მოიპოვა. დავალება, დაკვეთა, თხოვნა - ვისგან? თავდაცვის მინისტრის მონათხრობის თანახმად... Читать дальше...

არჩევანი ცუდსა და უარესს შორის - როგორ უნდა გააგრძელონ სწავლა სტუდენტებმა?

Radiotavisupleba.ge 

19 ოქტომბერს, აჭარის გარდა, ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები აუდიტორიებში  უნდა დაბრუნებულიყვნენ, თუმცა კორონავირუსის ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო გადაწყვეტილება შეიცვალა.

თბილისიდან 23 კმ-ში მიწისძვრა მოხდა

Radiotavisupleba.ge 

ილიაუნის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, დღეს, 16 ოქტომბერს, თბილისის დროით 19:20 საათზე საქართველოში მოხდა მიწისძვრა. 3.3 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 23 კმ-ში, ქალაქ თეთრიწყაროსთან იყო.

"ევროპული საქართველოს" გორის ორგანიზაციის განცხადებით, მათ ახალუბანში "ოცნების" მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ

Radiotavisupleba.ge 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანში „ქართული ოცნებისა" და „ევროპული საქართველოს" მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა. „ევროპული საქართველოს" გორის ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ ახალუბანში წინასაარჩევნო კარდაკარის შემოვლის დროს, თავს 15-მდე ახალგაზრდა დაესხა. მათი თქმით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ეთერ ჯალაღანიამ მათი პარტიის კანდიდატის პლაკატზე, „ქართული ოცნების“ კანდიდატის პლაკატის გადაკვრის ფაქტის დაფიქსირება სცადა. „ევროპული საქართველოს" გორის ოფისში დღეს ბრიფინგიც გაიმართა... Читать дальше...


Музыкальные новости
Сергей Брановицкий

Создание материалов для ПРЕЗЕНТАЦИИ идеи Краудфандингового проекта, или для Спонсорской Презентации.





Персональные новости
Петербург

Зацепера, приехавшего на поезде из Москвы в Петербург, задержали на вокзале





სოციალ-დემოკრატი მარინა მუსხელიშვილი ამბობს, რომ პარტიას სხვისი მიცემული ფული შესწირა

Radiotavisupleba.ge 

სოციალ-დემოკრატიული პარტიის მე-3 ნომერი, მარინა მუსხელიშვილი ამბობს, რომ საკუთარ პარტიას სხვისი მიცემული ფული შესწირა. მან პარტიას 40 ათასი ლარი 19 აგვისტოს შესწირა. ინფორმაცია და მუსხელიშვილთან ინტერვიუს ფრაგმენტი kavshirebi.ge-მ გამოაქვეყნა. "მე თვითონ შევიტანე, მაგრამ ეს არის ფული, რომელიც იყო სპეციალურად არჩევნებისთვის მოზიდული. პრინციპში, ჩემი ნათესავების, ჩემი ამხანაგების, ჩემი ფული და ასე შემდეგ", - განაცხადა მუსხელიშვილმა. "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონის მიხედვით (მუხლი 27)... Читать дальше...

როდის იქნება "გრიპის ვაქცინა", ვისთვის და ვისთვის უფასოდ?

Radiotavisupleba.ge 

კორონავირუსით ინფიცირებულთა მზარდი სტატისტიკის ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს აცრა გრიპზე. სახელმწიფო ამტკიცებს, რომ წელს იმაზე ბევრად მეტი ვაქცინა შემოვა ქვეყანაში, ვიდრე წინა წლებში - თუმცა არ ამბობს, როდის და რამდენი.

პლეი ოფის ფინალში საქართველოს ნაკრები ოთარ კიტეიშვილის გარეშე ითამაშებს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი ოთარი კიტეიშვილი ფეხის ტრავმის გამო, მინიმუმ თვე-ნახევარი ვერ შეძლებს თამაშს. ავსტრიის „შტურმის“ ქართველ ლეგიონერს საკლუბოსთან ერთად, ნოემბრის სანაკრებო მატჩებიც გაუცდება. კიტეიშვილი 14 ოქტომბერს, უეფას ერთა ლიგაზე, ჩრდილოეთ მაკედონიასთან თამაშის საწყის წუთებზე დაშავდა და მინდვრის დატოვება მოუხდა. დღეს კი, „შტურმის“ ოფიციალურმა ვებსაიტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელს კუნთი აქვს გაწყვეტილი და დაახლოებით ექვს კვირაში განაახლებს ვარჯიშს. 12 ნოემბერს... Читать дальше...

ლევან კობერიძე არჩევნების გადადების საკითხის პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განხილვას ითხოვს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის წევრი და "ლელოს" ვაკის მაჟორიტარი კანდიდატი, ლევან კობერიძე არჩევნების გადადების საკითხზე სამსჯელოდ პარლამენტში რიგგარეშე სხდომის გამართვას ითხოვს. მან ამ საკითხზე განცხადება გაავრცელა და პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძესა და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, დიმიტრი ხუნდაძეს მიმართა. "მივმართავ როგორც კოლეგებს, ისე ოპონენტებს - ამოვიდეთ არა საკუთარი, ვიწროპარტიული პოლიტიკური ინტერესებიდან, თუ ვის როდის გვაძლევს ხელს არჩევნების ჩატარება, არამედ მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებიდან და მივიღოთ გადაწყვეტილება... Читать дальше...

ჯონსონმა ბრიტანელებს მოუწოდა, მზად იყვნენ ბრექსიტისთვის შეთანხმების გარეშე

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ტელევიზიით მიმართა ბრიტანელებს და მოუწოდა მათ, მზად იყვნენ ევროკავშირიდან გასვლისთვის 2021 წლის 1 იანვრიდან სავაჭრო შეთანხმების გარეშე. ამასთან, ჯონსონს იმედი აქვს, რომ გააგრძელებს მოლაპარაკებას ევროკავშირთან ბრექსიტის შესახებ მომავალ დღეებში. ბრიტანეთის პრემიერის სიტყვებით, თუ შეთანხმებას ხელს არ მოაწერენ, ლონდონის ურთიერთობა ევროკავშირთან იქნება ავსტრალიის მსგავსი, თავისუფალი ვაჭრობის პრინციპებზე დაფუძნებული. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ჯონსონის განცხადების შემდეგ თქვა... Читать дальше...

ჯანდაცვის სამინისტრო ასახელებს საწოლების, სასუნთქი აპარატების და პერსონალის რაოდენობას 

Radiotavisupleba.ge 

ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა ეკატერინე ადამიამ ილაპარაკა საქართველოში COVID-19-თან საბრძოლველად მობილიზებული რესურსების შესახებ. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოში 44-მდე COVID-კლინიკა მოქმედებს, რომლებშიც არის 3700-ზე მეტი საწოლი: თბილისი - 18 კლინიკა (საწოლების რაოდენობა - 1987); აჭარა - 11 კლინიკა (საწოლების რაოდენობა 731); იმერეთი - 10 კლინიკა (644 საწოლი); სამეგრელო-ზემო სვანეთი - 2 კლინიკა (190 საწოლი); შიდა ქართლი - 1 კლინიკა ( 164 საწოლი); მცხეთა-მთიანეთში 1... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Праздник космических масштабов: ММА для каждого


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Касаткина вошла в десятку Чемпионской гонки WTA


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Москвичам рассказали, в каких местах утки обустраивают гнезда





Путин в России и мире
Москва

Тема дня: Путин поручил выделить средства на развитие космической ядерной энергетики


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко подписал указ по реализации до 2028 года нового с РФ проекта в сфере космоса




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Зеленского выпороли ультиматумом: США жестко ответили на наглость и поучения Киева


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Певица

Певица Валерия села на шпагат



Москва

Собянин: завершено строительство двух новых корпусов МГТУ имени Баумана

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net