თბილისი მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული წელსაც გაიმართება
თბილისი მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული წელსაც გაიმართება. 20 შერჩეული დიზაინერი უახლეს კოლექციებს გლობალური აუდიტორიის წინაშე 19-დან 22 ნოემბრის ჩათვლით წარადგენს.
ვირტუალური სივრცე ორგანიზებულია, თითოეულ ბრენდს კალენდარში თავისი დრო აქვს განკუთვნილი. დატვირთული დღის წესრიგი კი საზოგადოებისათვის და მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლებისათვის ეპიდვითარების გამო, ციფრულ ფორმატში იქნება ხელმისაწვდომი.
ონლაინ პლატფორმა www.MBFWtbilisi.online 19 დან 22 ნოემბრის ჩათვლით იქნება ხელმისაწვდომი, სადაც ნებისმიერი სტუმარი ძალიან საინტერესო მულტიმედია კონტენტს, დიზაინერების დღიურებს, ინტერვიუებსა და ბექსთეიჯის მომენტებს იხილავს.
ქართულმა მოდის ინდუსტრიამ Mercedes Benz Fashion Week Tbilisi-ის ფარგლებში ასეთ მძიმე დროსაც კი არ შეწყვიტა განვითარება და დიზაინერებსა თუ მოდის მოყვარულებს არაერთი საინტერესო სიახლე შესთავაზა.