Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Октябрь
2020

ომი ყარაბაღში. ცეცხლის შეწყვეტის პირობები ირღვევა. 29 ოქტომბერს მინსკის ჯგუფის შეხვედრაა

0
ომი ყარაბაღში. ცეცხლის შეწყვეტის პირობები ირღვევა. 29 ოქტომბერს მინსკის ჯგუფის შეხვედრაა

მთიანი ყარაბაღისთვის სომხურ ძალებსა და აზერბაიჯანის არმიას შორის 27 სექტემბრიდან მიმდინარე ომის მშვიდობიანი მოგვარების მცდელობები კიდევ უფრო ინტენსიური გახდა მას მერე, რაც ორი მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს ბოლო 24 საათის განმავლობაში აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდა დიპლომატიური გზით გადაჭრან პრობლემა და დაიცვან საზავო შეთანხმება, რომელიც 26 ოქტომბერს დაირღვა.

ამასობაში აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 28 ოქტომბერს 21 სამოქალაქო პირი დაიღუპა და 70 დაიჭრა ქალაქ ბარდაზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად. წინა დღით იტყობინებოდნენ ბარდაში ოთხი სამოქალაქო პირის სიკვდილზე. ბაქო იტყობინებოდა ასევე ქალაქ თერთერისთვის ჭურვების დაშენის შესახებ. ერევანმა უარყო თავდასხმები და 28 ოქტომბრის განცხადებას „უსაფუძვლო და ყალბი“ უწოდა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ 28 ოქტომბერს აზერბაიჯანული ძალები დაადანაშაულა მთიანი ყარაბაღის მთავარ ქალაქ სტეფანაკერტში სამშობიარო სახლის დაბომბვაში. სამინისტროს წარმომადგენელმა, შუშან სტეფანიანმა, ერევანში ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ გასაიდუმლოებულია“. თავდასხმა, სომხური მხარის თანახმად, მოხდა ქალაქ შუშაზეც. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ბრალდება შეაფასა, როგორც „განზრახ დეზინფორმაციის გავრცელება“.

მთიანი ყარაბაღის „განთავისუფლების არმიამ“ გამოაქვეყნა აზერბაიჯანის წინააღმდეგ მებრძოლი კიდევ 59 სომეხი სამხედრო მოსამსახურის გვარი. ამდენად, სომხურ მხარეს 27 სექტემბრის შემდეგ დაღუპულთა რიცხვი, სულ, 1065-ს აღწევს. აზერბაიჯანი არ ასაჯაროებს, რა რაოდენობის სამხედრო დანაკარგი აქვს, ეს ამ ქვეყნის „სამხედრო საიდუმლოებაა“.

აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობით, 27 სექტემბერს საბრძოლო მოქმედებების განახლების შემდეგ 69 სამოქალაქო პირი დაიღუპა და 322 დაიჭრა.

ამ მონაცემების შემოწმება არ ხერხდება დამოუკიდებელ წყაროებზე დაყრდნობით.

თავის მხრივ, სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლის შესახებ აცხადებს ერევანიც. სომხეთის თანახმად, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ფორმირებებმა ყარაბაღს რეაქტიული სისტემა „სმერჩის“ ცეცხლი გაუხსნეს. შუშაში მინიმუმ ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპა, ორი დაიჭრა.

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, 27 ოქტომბერს ტელეფონით ესაუბრა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოანს. კრემლის განცხადების თანახმად, საუბრის თემა იყო რუსეთის კონტაქტები აზერბაიჯანისა და სომხეთის ხელმძღვანელობასთან და „ზავის რაც შეიძლება სწრაფად მიღწევისა და კრიზისის დეესკალაციისთვის გადადგმული ნაბიჯები“. ეს პუტინისა და ერდოანის მეორე სატელეფონო საუბარი იყო სექტემბრის ბოლოს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავების შემდეგ.

პუტინმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ, მოსკოვის აზრით, მთიანი ყარაბაღისთვის ბრძოლებში 5 ათასი ადამიანი დაიღუპა. ილჰამ ალიევმა 28 ოქტომბერს თქვა, რომ სომხურმა ძალებმა 5 ათასი სამხედრო დაკარგეს, რასაც უარყოფს სომხური მხარე.

მთიანი ყარაბაღის გარშემო ვითარება აჩენს სამხრეთ კავკასიაში უფრო ფართო მასშტაბის კონფლიქტისა და მასში ნატოს წევრი თურქეთის ჩართვის შიშებს. თურქეთი აზერბაიჯანის მოკავშირეა, რუსეთს კი სომხეთში სამხედრო ბაზა აქვს.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ, და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, სატელეფონო საუბრისას მთიანი ყარაბაღის საკითხი განიხილეს. ლავროვის ოფისის თანახმად, რუსეთის მინისტრმა ისაუბრა კონფლიქტის ზონაში დაქირავებული მეომრების გადასროლის შესახებ. ორივე დიპლომატი ხაზგასმით ლაპარაკობს რაც შეიძლება სწრაფად ცეცხლის შეწყვეტისა და მტკიცე ზავის აუცილებლობაზე. ასევე ხასზგასმით ამბობენ, რომ მშვიდობიან მოგვარებას ალტერნატივა არა აქვს. თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა და ვლადიმირ პუტინმა, 27 ოქტომბერს გამართეს სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც პუტინმა თავის კოლეგას ამცნო სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერებთან კონტაქტისა და იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც გადაიდგა რაც შეიძლება სწრაფად ცეცხლის შეწყვეტისა და კრიზისის განმუხტვისთვის“, იტყობინება კრემლი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სატელეფონო საუბრები გამართა ორივე მხარესთან - სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან.

სახელმწიფო დეპარტამენტი იტყობინება, რომ პომპეომ დაბეჯითებით მოსთხოვა ორივე ლიდერს, „დაიცვან საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტასთან დაკავშირებით ნაკისრი ვალდებულება და ისწრაფონ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დიპლომატიური მოგვარებისაკენ“.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, განაცხადა, რომ მზადაა რუსეთის დედაქალაქში მოელაპარაკოს ყოველგვარი პირობების გარეშე სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს.

„ამის დასტურია ის, რომ ხვალ ჟენევაში ერთმანეთს ხვდებიან ჩვენი ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები“, თქვა მან.

„ინტერფაქსის“ ცნობაში, რომელიც რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს მოჰყავს,ალიევი გამოთქვამს ეჭვს, რომ „ერევანმა შეძლოს კონსტრუქციული მუშაობა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად“.

გავრცელდა ცნობა ფრონტის ზოგიერთ არეალში, სამხრეთში, ირანის საზღვართან, 27 ოქტომბერს მძაფრი შეტაკებების შესახებ.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, აბას არაყჩი, ეწვია აზერბაიჯანთან საზღვრის მიმდებარე რეგიონს და მხარეები გააფრთხილა, არ მიაყენონ ზიანი ირანის ტერიტორიას. „საზღვრისპირა რეგიონების, კაშხლებისა და ნაგებობების უსაფრთხოება ისლამური რესპუბლიკისთვის მნიშვნელოვანია და წარმოადგენს წითელ ზოლს“, განაცხადა არაყჩიმო, იტყობინება IFP News-ი. არაყჩი აპირებს სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთსა და რუსეთს ეწვიოს კრიზისის გარშემო მოსალაპარაკებლად, განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

სომხეთმა აღიარა, რომ მთიანი ყარაბაღის ძალები გაიყვანა საკუთრივ ანკლავსა და ირანის საზღვარს შორს მდებარე ქალაქიდან, რაც აზერბაიჯანისთვის წარმატებას ნიშნავს ფრონტის ხაზზე. სომხეთი, ამასთან, აცხადებს, რომ დასახლებული პუნქტი დატოვეს „არასაჭირო მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად“, თორემ, ისე, ვითარება „არაა კრიტიკული“.

ამ ეტაპზე აზერბაიჯანს, სამხედრო თვალსაზრისით, უპირატესობა აქვს სომხეთთან.

ამჟამად აზერბაიჯანის სამხედრო ბიუჯეტი 2,7 მილიარდს აღწევს, ხოლო სომხეთისა - 0,5 მილიარდს, იტყობინება Aljazeera.

ბაქოს უფრო მრავალრიცხოვანი ჯარი ჰყავს და მეტი სამხედრო ტექნიკა აქვს, რაც არაა მოულოდნელი, გვამცნობს Eurasianet-ი, სტოკჰოლმის საერთაშორისო და მშვიდობის კვლევის ინსტიტუტზე დაყრდნობით.

2009 წლიდან 2018 წლამდე აზერბაიჯანმა სამხედრო ხარჯებისთვის გაიღო 24 მილიარდი დოლარი. ამავე ხანებში სომხეთმა 4 მილიარდზე ოდნავ მეტი დახარჯა შეიარაღებაში.

მთიანი ყარაბაღისთვის მეზობელ ქვეყნებს შორს დაპირისპირებას ხანგძლივი ისტორია აქვს. მთიანი ყარაბაღი საბჭოთა კავშირის შექმნის შემდეგ აზერბაიჯანის ნაწილი გახდა, მაგრამ მას სომხები ისტორიულ სომხურ მიწად მიიჩნევენ და პრეტენზია აქვთ. 1990-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ბაქომ დაკარგა მასზე კონტროლი და უპირატესად სომხებით დასახლებული რეგიონი სომხური ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა.

26 ოქტომბერს ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანს კონფლიქტის მოგვარება სურს პოლიტიკური ან ომის გზით. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გაიმეორა მოთხოვნა, რომ სომხურმა ძალებმა დატოვონ მთიანი ყარაბაღი და მისი მიმდებარე ტერიტორიები, რომლებსაც სომხური მხარე აკონტროლებს. სომხეთი არ ფიქრობს ტერიტორიის დატოვებაზე, რადგან, გარდა იმისა, რომ მას ისტორიულ სამშობლოდ მიიჩნევს, აცხადებს, რომ ადგილობრივ მოსახლეობას დაცვა სჭირდება.

აშშ, საფრანგეთი და რუსეთი ეუთოს ე.წ. მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან. მათ განაცხადეს, რომ 29 ოქტომბერს ჟენევაში აპირებენ შეხვედრას მთიანი ყარაბაღის გარშემო მოსალაპარაკებლად.

მინსკის ჯგუფი, რომელიც თავის დროზე ამ კონფლიქტის მოგვარების მიზნით შეიქმნა, აცხადებს, რომ შეხვედრაზე აპირებს მიაღწიოს შეთანხმებას და გადადგას ნაბიჯები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად.

მხარეებს სამი მცდელობა ჰქონდათ ცეცხლის შეწყვეტისა: თავდაპირველად - რუსეთის შუამავლობით, ბოლოს კი - 25 ოქტომბერს, ვაშინგტონის შეხვედრების შემდეგ, მაგრამ ამ მორიგებებს შედეგი არ მოჰყოლია.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин открыл пешеходную галерею между станциями метро и МЦД-4 Кутузовская


Спорт в России и мире
Москва

В филиалах АО "Желдорреммаш" прошли мероприятия ко Дню защиты детей


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Александр Зверев

Александр Зверев: «Сказал себе, что хочу стать примером для подражания. Я больше не ломаю ракетки, почти не получаю предупреждений»


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Бережем нашу природу: какие экологические проекты реализуются в Москве





Путин в России и мире
Москва

LIVE: Путин проводит встречу с постоянными членами Совбеза России


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

«Генерал КГБ»: Лукашенко на закрытом совещании объявил, что скоро вступит в войну




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

СК заинтересовался Макаревичем* после разговора с "Зеленским" и слов о концерте в Киеве


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Певица

Певица Пелагея разделила имущество с бывшим мужем



Москва

NF Group: в «Москва-Сити» завершили строительство небоскреба Moscow Towers

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net