ელენე ნინიძის წარმატებული გამოსვლა რუსულ მუსიკალურ პროექტში „ახალი ხმა“ (ვიდეო)
25 წლის ელენე ნინიძის სიმღერამ, რამდენიმე დღის წინ მთელი რუსეთი აალაპარაკა. უმშვენიერესმა ქართველმა გოგონამ, ყველაზე პოპულარულ რუსულ მუსიკალურ პროექტში „ახალი ხმა“ მიიღო მონაწილეობა.
“„ახალი ხმის” ჟიურის წევრები არიან პალინა გაგარინა, ბასტა, სერგეი შნუროვი და ვალერი სუტკინი. მე შნუროვი და სუტკინი შემომიტრიალდა. არჩევანი ვალერი სუტკინზე გავაკეთე, რადგან ობიექტურად შემაფასა, თან ძალიან უყვარს ქართველები. როდესაც ვთქვი, რომ მე ვარ ელენე საქართველოდან, თბილისიდან – ჟიურის განსაკუთრებული ემოციები ჰქონდა. შნუროვმა უთხრა კიდეც სუტკინს, გაგიმართლა ჯგუფში ქართული ტემპერამენტი რომ გყავსო. მართლა მაგარი ქალაქია მოსკოვი, ადამიანს გცვლის. აქ შოუბიზნეს მაგრად არის განვითარებული და ჰონორარებიც ისეთია არ ჩამოუვარდება ამერიკას.” – განაცხადა ელენე ნინიძემ.