Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Октябрь
2020

კოკა ბრეგაძე: პერფორმანს-ინსტალაციისაგან დიდი მაგია უნდა მოდიოდეს

0
კოკა ბრეგაძე: პერფორმანს-ინსტალაციისაგან დიდი მაგია უნდა მოდიოდეს
დღეს, “Gamrekeli Modern”-ში, რომელიც აერთიანებს საგამოფენო პლატფორმას, საგანმანათლებლო პროგრამას, სტუდია, სახელოსნოს და შოურუმს, პროექტის „შეხების წერტილი“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის შესახებ თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, გერმანისტი კოკა ბრეგაძე  სოციალურ ქსელში წერს. რეცენზიას News.ge უცვლელად გთავაზობთ:
“ე. წ კონცეპტუალურ-ინსტალაციური პერფორმანსების მიმართ მოლოდინის ჰორიზონტი და ერთგვარი ჰერმენევტიკული აპრიორია ის, რომ ამ პერფორმანს-ინსტალაციისაგან დიდი მაგია უნდა მოდიოდეს. ამიტომ, ყველა ინსტალატორ-პერფორმატორის ზეამოცანა სწორედ ის უნდა იყოს, რომ მისი ინსტალაციის კონცეპტუალურობა, ანუ ჩანაფიქრი, ცხოველმყოფელ მაგიას ასხივებდეს, რამაც წამისყოფით უნდა მოიცვას მნახველთა წარმოსახვა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ პერფორმანს-ინსტალაცია მნახველს ერთგვარ იასპერსისეულ კაიროსულ „კოდად“ უნდა მოევლინოს, რამაც მნახველს წამიერად, ერთგვარი „მოკლე ჩართვის“ ეფექტით წარმოსახვა უნდა გაუნათოს და იგი (მნახველის წარმოსახვა) ყოფიერების ალტერნატიული მონაცემებისაკენ მიმართოს. სხვა საქმეა, ინსტალატორ-პერფორმატორი ხელოვანი ახერხებს თუ არა თავისი „კონცეპტუალურობით“ ამ მაგიის გამოწვევას.
სოფო ჩერქეზიშვილისა და სანდრო ჩუბინიძის ერთობლივ ინსტალაციაში სახელწოდებით „შეხების წერტილი“, სწორედ რომ (ან, ალბათ) განხორციელდა ეს მაგიური აქტი (საგამოფენო დარბაზი #GamrekeliModern, ი. ჭავჭავაძის 83).
სოფო ჩერქეზიშვილის ინსტალაცია სათურით „არავინ ქვევით აღარ იყურება“ შედგება წითელი სვეტებიანი გასასვლელისა და წითელი მერხებისაგან. ინსტალაციის ირგვლივ კედელზე კი განალგებულია ასევე ს. ჩერქეზიშვილისავე ნახატების ციკლი, რომელიც პირობითად შეგვიძლია დავასათაუროთ – „გოგონა/გოგონები წითლებში და ყვავილებში“. ეს ფერწერული ტილოები ისეა კედლებზე განფენილი, თითქოსდა ამ ინსტალაციას გარს უტრიალებენო. ინსტალაციისა და ნახატების დიალექტიკა სწორედ მაგიის გამოსხივების ცდაა: ანუ, „მაგიურობა“ აქაც გულისხმობს წამიერ გაელვებას. და ეს გაელვება გადმოდინდა სწორედ წითელი ფერის დომინირებაში: ამ დროს „წითლის“ ფერთამეტყველება აღძრავს მეტაფიზიკურ ასოციაციებს, რომლებიც უკავშირდება სამყაროს არქეტიპულ, საწყისისეულ მონაცემებს – სიცოცხლეს, სიყვარულს. ამ საწყისებს კი წითელ სვეტებიან გასასვლელში ბოლომდე გასვლით “ეზიარები”, რომლის ბოლოშიც ფერწერულ ტილოზე გამოსახული ჯადოქარ კლინგზორის ბაღნარის იშყების მსგავსი მწყაზარი იშყი გელის, ანუ ირონიული ღიმილით შემოსილი „მარადქალურობა“ გელის.
ამ “მეტაფიზიკურ” სივრცეში კი სამყაროს უსასრულობაში გამორიყული ლევიათანივით „განრთხმულა“ სანდრო ჩუბინიძის კონსტრუქცია სახელწოდებით „ანტიუტილიტარიზმი – ანუ სხეული ორგანოების გარეშე“ (არა და, მე კი შევურჩევდი სახელს – „ეს დედააფეთქებული“), რომელიც რეჟისორ მიქელანჯელო ანტონიონის ფილმ „ზაბრისკი პოინტის“ ფინალური დიდი აფეთქების სცენის ერთგვარი დეკონსტრუქციაა, რაც (ანუ დეკონსტრუქცია) ეფუძნება თავად ჩუბინიძის კონსტრუქციის პაროდიულ „აფეთქებულობას“, ოღონდ ანტონიონის „აფეთქებისაგან“ განსხვავებით ამ „აფეთქებას“ არანარი ეთიკური ან ეგზისტენციალური საზრისი არ გააჩნია, ეს არის სემიოტიკური აფეთქება „თავისთავად“ და მას მოჰყვება დიდი სემიოტიკური თამაში, ანუ უსასრულო თამაში სიმულაკრული ნიშნებით. დანარჩენი კი უკვე მნახველის აღქმასა და წარმოსახვაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შეძლებს ის ამ სიმულაკრულ ნიშნებში, ანუ უშინაარსო, უსაზრისო ნიშნებში თავისი საზრისის შეტანას და ამ “აფეთქებული”, დეკონსტრუირებული კონსტრუქციიდან ახალი წარმოსახვითი კონსტრუქციის აგებას.
სოფო ჩერქეზიშვილისა და სანდრო ჩუბინიძის ეს ორი ინსტალაცია საერთო ონტოტექსტუალურ საპერფორმანსო სივრცეში არსებობს, როგორც მნახველთა წარმოსახვების გაღიზიანების სხვადასხვა ალტერნატივა – ან ირჩევ ერთს, ან მეორეს („ან-ან“): ანუ, ან ირჩევ “მარად-ქალურის” წიაღში მარადიულ “ნეტარებას”, ან – ტკბები დიდი „ონტოლოგიური აფეთქებით“ წარმოქნილი სიმულაკრული ნიშნების უსასრულო თამაშით.”





Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин фразой «ходят слухи словно мухи» прокомментировал уход замов в кабмин


Спорт в России и мире
Москва

Боевые приобретения. Настоящий праздник мужественности прошел в Москве


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
ATP

Российский теннисист поднялся на две позиции в топ-10 рейтинга ATP


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

EDI-провайдер для ритейла Docrobot вошел в группу компаний СКБ Контур





Путин в России и мире
Москва

Яков Радченко: Выборы абсолютно объективно показали мощную народную поддержку Владимира Путина


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко заявил о мгновенном ответе Минска на любую агрессию




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

В США прокомментировали подготовку покушения на Зеленского


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Карди Би

Худшие образы звезд на Met Gala 2024: Лана Дель Рей в «москитной сетке» и Карди Би с прической Мардж Симпсон



Москва

Когда и во сколько можно будет посмотреть прямую трансляцию парада с Красной площади?

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net