“უკვე პრაქტიკულად საგანგაშოა. უნდა ვთქვათ ეს სიტყვა და მივიღოთ, რომ ყველანაირად დავიცვათ რეგულაციები”
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძის შეფასებით, კორონავირუსის 1 192 ახალი შემთხვევა უკვე საგანგაშოა. მან საზოგადოებას რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„ეს უკავშირდება ისევ და ისევ რეგულაციების არდაცვას. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საზოგადოებას, თბილისელებს და საერთოდ, მთელ საქართველოს, რომ დავინდოთ საკუთარი თავი, დავინდოთ სახელმწიფო და დაგვინდეთ ჩვენც, ექიმები, რამეთუ ძალიან რთულ პირობებში გვიწევს მუშაობა“, – განაცხადა ენდელაძემ.
მისი შეფასებით, „ეს საქართველოში კორონავირუსის უკვე აქტიური გავრცელებაა და აუცილებელია რეგულაციების დაცვა“.
„უკვე პრაქტიკულად საგანგაშოა. უნდა ვთქვათ ეს სიტყვა და მივიღოთ, რომ ყველანაირად დავიცვათ რეგულაციები. ძალიან სერიოზული ვითარებაა“, – განაცხადა ენდელაძემ.
ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევიდან 471 თბილისს უკავშირდება, ხოლო აჭარას 343.
„სულ ქვეყანაში დარეგისტრირებულია კოვიდინფიცირების 17 477 შემთხვევა, ამჟამად გამოჯანმრთელებულია 8 060. გუშინ გამოჯანმრთელდა 233 პაციენტი. შესაბამისად, აქტიური შემთხვევა არის 1 172.