მარინა ენდელაძის განცხადებით, ეპიდსიტუაცია საგანგაშოა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე აცხადებს, რომ ახალი კორონავირუსის ეპიდსიტუაცია საქართველოში „საგანგაშოა“.
„უკვე პრაქტიკულად საგანგაშოა. უნდა ვთქვათ ეს სიტყვა და მივიღოთ, რომ დავიცვათ ყველანაირად რეგულაციები. ძალიან სერიოზულია [ვითარება]. დავიცვათ საკუთარი თავი, ოჯახი, ახლობლები, ექიმები, ეპიდემიოლოგები, სახელმწიფო“, - განაცხადა ენდელაძემ.
გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში COVID-19-ის 1 192 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა დამატებით 8 ადამიანი.