ყირგიზი კანონმდებლები ახალი პრემიერის არჩევაზე კამათობენ, პოლიტიკური კრიზისი გრძელდება
ყირგიზეთის გაყოფილმა პარლამენტმა სადავო კენჭისყრის შედეგად სადირ ჟაპაროვი აირჩია პრემიერ-მინისტრად 10 ოქტომბერს, რამდენიმე დღეში მას მერე, რაც ის საპატიმროდან გაათავისუფლეს 4 ოქტომბრის არჩევნების შემდეგად დაწყებული საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებმა. ჟაპაროვს პატიმრობა ჰქონდა მისჯილი ადამიანის გატაცებასთან კავშირის გამო, რაც 2012 წლის ინციდენტს უკავშირდება. 11 ოქტომბერს გავრცელდა ცნობა პარლამენტის დეპუტატების ნაწილის მიერ პრემიერად ჟაპაროვის არჩევის შესახებ, რასაც პარლამენტის სხვა წევრები და პოლიტიკური აქტივისტები სადავოდ მიიჩნევენ.
პოლიტიკური მღელვარება ყირგიზეთში დაიწყო საპარამენტო არჩევნების შემდეგ, როცა ერთი კვირის წინანდელი კენჭისყრის შედეგად პრეზიდენტს მომხრეთა პარტიების გამარჯვებას ოპოზიცია პროტესტით დახვდა და გამოსვლები დაიწყო.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები ენჭისყრის გაყალბების არაერთი ბრალდების გამო, გააუქმა და დაპირისპირებულმა პოლიტიკურმა ძალებმა დაიწყეს აქტიურობა ხელისუფლებისთვის. არეულობის დროს ციხიდან გათავისუფლეს ასევე ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი, ალმაზბეკ ათამბაევი, რომლის მომხრეებს დაპირისპირება ჰქონდათ ჟაპაროვის მიმდევრებთან და რომელიც პოლიციამ 10 ოქომბერს ციხეში დააბრუნა. მისი მიმართ წაყენებული ბრალდება კორუფციასთან არის დაკავშირებული.
ათანბაევის დაპატიმრებიდან რამდენიმე საათში მოქმედი პრეზიდენტის, ჟეენბეკოვის მომხრეებმა საგანგებო სხდომა გამართეს მის რეზიდენციაში. 120 წევრიანი პარლამენტის 50-მდე დეპუტატი იყო სხდომაზე, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გამოაცხადა, რომ 61-დეპუტატის კვორუმი შედგა იქ არ მყოფი დეპუტატების საგანგებო მინდობილობით აღჭურვილი პირების საშუალებით.
დეპუტატ აიდა კასიმალიევას თანახმად, 10 ოქტომბერს მან დატოვა სხდომა, რათა კვორუმი არ შემდგარიყო და ხელი შეეშალა ჟაპაროვის არჩევისთვის, მაგრამ მისი ხმა უკანონოდ იქნა მიცემული.
ყოფილი პრემიერის, ფელიქს კულოვის, თანახმად, კვორუმის მისაღწევად კონსტიტუცია მოითხოვს დეპუტატთა უმრავლესობის ადგილზე ფიზიკურ ყოფნას.